როგორი იქნებოდა საცვლის რეკლამა, თუ მასში რიგით მამაკაცებს გადაიღებდნენ

როგორი იქნებოდა საცვლის რეკლამა, თუ მასში რიგით მამაკაცებს გადაიღებდნენ

ბოლო დროს ბუნებრივი სილამაზის პოპულარიზაცია ძალიან მოდური გახდა. ქალთა მოდის ბიზნესში გაჩნდა ათასობით პლიუს ზომის მოდელი, რომლებმაც მსოფლიო მრგვალი ფორმებითა და ჭამისგან გაბედნიერებული თვალებით დაიპყრეს. ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც რეკლამაში აბსოლუტურად ჩვეულებრივი ქალები ჩართო, Dove იყო.

"ეს იყო ახალი სიტყვა რეკლამაში, იმიტომ რომ ბრენდმა საუბარი დაიწყო თავის მომხმარებლებთან მათივე ენაზე", - ამბობს Dove-ის პიარ-მენეჯერი. მას შემდეგ სხვა რამდენიმე კომპანიამ, ფოტოგრაფმა და სხვადასხვა ინიციატორმა ჯგუფმა თავიანთ რეკლამაში არამოდელი ქალები ჩართეს.

თუ აქამდე საუბარი მხოლოდ ქალებზე იყო, ბრიტანულმა The Sun-მა გადაწყვიტა, რომ უსამართლობაა, როდესაც მამაკაცთა ტრუსების რეკლამაში დაკუნთული მოდელები პოზირებენ, ხოლო ამ ტრუსებს აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები იცვამენ. რედაქციამ მოიწვია ოთხი კაცი და მოაწყო ფოტოსესია.

შედეგები ფოტოგალერეაში იხილეთ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს