ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია

ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია

მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი ცნობილი ყატარელი ვაჭრის ოჯახში, 1958 წელს დაიბადა. ყოფილ ემირთან არსებული კონფლიქტის გამო, მოზას მამა იძულებული გახდა საცხოვრებლად ჯერ ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ ქუვეითში გადასულიყო. გოგონამ განათლება და ცხოვრებაზე საკმაოდ პროგრესული შეხედულებები დასავლეთში მიიღო. ტრადიციული პატრიარქალური აღზრდის მიუხედავად, იგი მიხვდა რომ ქალსაც შეუძლია საკმაოდ ბევრის მიღწევა, თუკი მოინდომებს.

18 წლის ასაკში მან ყატარის პრინცი ჰამად ბინ ჰალიფა ალ-ტანი გაიცნო, რომელიც მოზას მამას სამშობლოში დაბრუნებაში ეხმარებოდა. მიუხედავად, ამისა იგი გათხოვებას არ ჩქარობდა. მოზამ სწავლა ყატარის უნივერსისტეტში, ფსიქლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო, მოგვიანებით, სტაჟირება პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში გაიარა. ქალმა სწავლას თავი გათხოვების შემდეგაც არ დაანება.

სამეფო სასახლეში მოხვედრის შემდეგ, იგი მალევე მიხვდა, რომ საჭიროა იყო ძლიერი, რათა გადარჩე. ინტრიგები, ძალაუფლებისთვის გამუდმებული ბრძოლა მისი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მალევე, სამეფო ოჯახის ახლო წრე მიხვდა, რომ მოზა საკუთარ მეუღლეზე არანაკლები ძალაუფლების მფლობელი იყო. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ 1995 წელს ჰამადის მამის ტახტიდან გადადგომა სწორედ მოზას ინიციტივით მოხდა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში შეიხი მოზას მიმართ ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულებები აქვთ. მონარქების არც ერთი ცოლი არ ჩნდება საზოგადოების წინაშე ისე ხშირად, როგორც მოზა. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღფრთოვანებას იწვევს. ხოლო მუსულმანებს კვლავ აღიზიანებთ მისი ტანზე მომდგარი კაბები და სრულიად მივიწყებული ფარანჯა.

შეიხი მოზა, შვიდი შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლედი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.

იხილეთ გალერეა

იხილეთ ასევე|ყატარის პირველი ლედი და სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალი" შეიხი მოზა თბილისს ეწვია

ვინ არიან შეიხთა ცოლები - ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს