სნიკერსი, მაკდონალდსი, ნესტლე... - "გრინფისმა" გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია გაასაჯაროა

სნიკერსი, მაკდონალდსი, ნესტლე... - "გრინფისმა" გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია გაასაჯაროა

ორგანიზაცია "გრინფისმა", რომელიც სამყაროს ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის იღწვის, ინტერნეტში გამოაქვეყნა გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია. სია გავრცელდა ბევრ საიტსა და სოციალურ ქსელში. არის თუ არა ეს ინფორმაცია ნამდვილი. სიაში მსხვილი მწარმოებლები არიან. ბევრი მათგანის პროდუქტი შემოწმებულია და დადასტურებულია მათში გემოდიფიცირებული შემადგენლობების არსებობა, თუმცა ზოგიერთი კომპანია სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ "გრინფისს" არ მიაწოდა ინფორმაცია თავისი პროდუქციის შემადგენლობაზე. ბევრი მწარმოებელი თავს იმართლებს, რომ აქვს საჭირო დოკუმენტები, თუმცა მათთვის არავის მიუმართავს ამ საკითხზე. ასეა თუ ისე, ინფორმაცია გავრცელდა და რაკი ეჭვი გაჩნდა, სავარაუდოდ, არც მთლად სუფთად არის საქმე. ყველაზე ამაღელვებელი და შემაშფოთებელი კი აქ ის არის, რომ სიაში ძირითადად ბავშვთა კვების პროდუქტებია.

ჩვენ სიას გთავაზობთ და არჩევანი თქვენზეა, ენდოთ "გრინფისს" თუ აღნიშნული კომპანიების კეთილსინდისიერებას. კიდევ ერთხელ თუ გავიმეორებთ, Greenpeace ამტკიცებს, რომ ზოგიერთი კომპანია მხოლოდ იმის გამო მოხვდა სიაში, რომ არ წარადგინა ინფორმაცია საკუთარი პროდუქტების შემადგენლობაზე. მწარმოებლები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ მათ ყველანაირი დოკუმენტაცია აქვთ და რომ ინფორმაციის მიწოდება მათთვის არავის უთხოვია.

იყავით ფრთხილად! კარგად შეისწავლეთ პროდუქტების შეფუთვაზე მოცემული ინფორმაცია.

პროდუქტების სია:

1. Snickers

2. McDonald’s-ის პროდუქცია

3. Nestle-ს ბავშვთა კვება.

4. ჩაი Lipton-ი.

5. M&M’s.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს