როგორ მოქმედებს 6-საათიანი ძილი გარეგნობაზე: ამ შედეგზე დაფიქრება ნამდვილად ღირს!

როგორ მოქმედებს 6-საათიანი ძილი გარეგნობაზე: ამ შედეგზე დაფიქრება ნამდვილად ღირს!

სარა ჩალმერსმა მონაწილეობა მიიღო კვლევაში "ძილს მოკლებული". ექსპერიმენტის დაწყებისა და დასრულებისას სარას კანს სკანირება ჩაუტარეს, დადგინდა, რომ უძილობამ ქალის კანზე ფორები კიდევ უფრო გააღმავა და მისი კანი საგრძნობლად გაწითლდა, დაბერდა.

ექსპერიმენტის დროს დამკვირვებლები იკვლევდნენ, თუ რა მოსდის ადამიანს უძილობით.

პირველ ფოტოზე სარა ექსპერიმენტის დაწყებამდეა გადაღებული. მეორეზე ექსპერიმენტის დასრულებისთანავე.

დროის გასვლის შემდეგ, ქალმა, რომელსაც, ექსპერიმენტის დროს 8 საათის ნაცვლად 6 საათი ეძინა, საკუთარ თავს ცვლილებები შეამჩნია: "ახლა 46 წლის ვარ, მაგრამ გაცილებით ასაკიანად გამოვიყურები. თვალის ქვეშ შავი ზოლები გამიჩნდა, კანი მომემჩვარა, გამიჩნდა ფორები და ლაქები. მოუხერხებელი, დაბნეული და გულმავიწყი გავხდი. ეს მხოლოდ ერთკვირიანი ექსპერიმენტის დროს, როცა დღე-ღამეში 6 საათი მეძინა და წარმომიდგენია, რა ემართებათ იმ ქალებს, ვინც იძულებულია ძილი მოიკლოს".

სამსახური, შვილები, სოციალური ცხოვრება... შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბოლო დროს ძილის დრო საგრძნობლად შემცირდა. თუ ადრე ადამიანს ჩვეულებრივად 8-9 საათი ეძინა, ახლა ბევრს მხოლოდ 6 საათი სძინავს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს