დედ-მამამ დაღუპულ შვილთან გამოთხოვება მოისურვა... ამ მოვლენას ახსნა ჯერ ვერ მოუძებნეს

დედ-მამამ დაღუპულ შვილთან გამოთხოვება მოისურვა... ამ მოვლენას ახსნა ჯერ ვერ მოუძებნეს

კეიტ და და დევიდ ოგებს შვილი დიდხანს არ უჩნდებოდათ. მხოლოდ სამწლიანი მკურნალობის შემდეგ დაფეხმძიმდა კეიტი და მალე ისიც შეიტყო, რომ ტყუპს ელოდა - გოგონას და ბიჭს. ცოლ-ქმარმა ამ ბედნიერი დღისთვის მზადება დაიწყო, საბავშვო ოთახიც კი წინასწარ მოაწყვეს.

ნაადრევი მშობიარობა, რომელიც კეიტს ორსულობის მე-6 თვეს დაეწყო, დიდი დარტყმა იყო წყვილისთვის. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა.

"მშობიარობის შემდეგ ექიმი მოვიდა და გვკითხა, რა დავარქვით ვაჟს. ვუპასუხეთ, რომ ჯეიმი ჰქვია. ექიმმა შემოგვხედა და გვითხრა: "მაპატიეთ... ჯეიმსს არ გაუმართლა, სამწუხაროდ, ბავშვი ვერ გადარჩება". ამ დროს დევიდს ფეხები მოეკვეთა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. მე კი ექიმს ბავშვი გამოვართვი და ვუთხარი: "უკანასკნელი წუთები გვინდა მასთან ერთად გავატაროთ...". პაწია ისეთი ცივი იყო, დევიდს ვთხოვე, მაისური გაეხადა, ლოგინში ჩაწოლილიყო და ჩვენი სხეულების სითბოთი გაგვეთბო პატარა. გულზე დავიწვინე, მინდოდა ჩემი გულისცემა ეგრძნო, თან ვუყვებოდით, როგორ ველოდით, რომ ძალიან კარგი დაიკო ჰყავს, რომ შინ მოუთმენლად ელიან ნათესავები, ბებია და პაპა... ველაპარაკებოდით და ველაპარაკებოდით, თან ვათბობდით და ცრემლები გვახრჩობდა.

სრულად mshoblebi.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს