შემზარავი ცხოველები, რომლებიც სრულიად უსაფრთხონი არიან

შემზარავი ცხოველები, რომლებიც სრულიად უსაფრთხონი არიან

ხშირად გარეგნობას შეცდომაში შევყავართ. ზოგჯერ საყვარელი შესახედაობის არსებები ლეტალური ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, საზარელი შესახედაობის არსებები კი სრულიად უვნებელნი გამოდგნენ. წარმოგიდგენთ შემზარავი გარეგნობის ცხოველებს, რომლებიც თუ სადმე გადაგეყარათ, იცოდეთ, რომ უსაფრთხოდ ხართ და მათგან ზიანი არ მოგადგებათ.

ფრინი

ამ ობობას როგორც შხამიანი, ისე ობობის ქსელის გამოსამუშავებელი ჯირკვლები აკლია. ის ძალიან მშიშარაა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის.

რძიანა გველი

ეს რეპტილია უშხამოა და არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა მისი გარეგნობა ძალიან წააგავს შხამიანი გველის სახეობას, რომლის ნაკბენიც სასიკვდილოა.

გიგანტური აფრიკული მუხლუხო

თავზარს ჯერ მხოლოდ მისი ზომა დაგცემთ. მუხლუხო 40 სანტიმეტრამდე სიგრძისაა. თუმცა ამ ჯიშის წარმომადგენელი მწერები სახიფათონი არ არიან ადამიანისთვის. ხანდახან მას შინაურ ცხოველადაც კი ყიდულობენ.

შიშველი თხუნელა

მღრღნელის ვიზუალი ზიზღს იწვევს. ეს არსება ბრმაა და სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწის ქვეშ ატარებს. ცნობისთვის, შიშველი თხუნელა ყველაზე ხანგრძლივად ცოცხლობს მღრღნელებს შორის. მისი კანი უგრძნობია თერმული და ქიმიური დამწვრობისადმი.

მანტა

ამ არსების გიგანური სხეული და ყბები საზარელი სანახავია. თუმცა ის საერთოდ არ არის საშიში. მისი მთავარი ცხოვრების საქმე პლანქტონის ძიებაა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს