ქალი სტომატოლოგის კაბინეტში გარდაიცვალა

ქალი სტომატოლოგის კაბინეტში გარდაიცვალა

მოხუცებული ქალბატონი მოსკოვში სტომატოლოგიურ კლინიკაში გარდაიცვალა. ამჟამად პოლიცია ადგენს მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს. წინასწარი მონაცემებით, ქალი დანტისტთან კბილის ამოღების მიზნით მივიდა. ექიმმა პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი ”ულტრაკაინი” გაუკეთა და შეუდგა ოპერაციას, რომლის დროსაც ქალს ცუდად ყოფნა არ უგრძვნია.

ქალბატონი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც სტომატოლოგიური მანიპულაცია დასრულდა. მან კლინიკის თანამშრომლებს თხოვა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, მაგრამ სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა წინასწარი ვარაუდით, ქალბატონი ტკივილგამაყუჩებლის გამო გახდა ცუდად.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს