ბავშვს რომ ცუდი არაფერი შეემთხვას - ეს წესები ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

ბავშვს რომ ცუდი არაფერი შეემთხვას - ეს წესები ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

არსებობს ჩვეულებრივი, თუმცა სავალდებულო და საჭირო წესები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვათ, როცა შინ ბავშვი გყავთ. აი, რამდენიმე მათგანი:

1. იატაკიდან თუ იმ ადგილებიდან, სადაც ბავშვს შეუძლია მიწვდომა, მოაცილეთ "საშიში" ნივთები - ძალიან პატარა სათამაშოები (რომლებიც შეიძლება, პირში ჩაიდოს და გადაეყლაპოს), ნამტვრევები, ღილები და სხვა ბასრი, მჭრელი ან ადვილად გადასაყლაპი ნივთები. ასევე ცხელი სითხით სავსე ჭურჭელი - ყავა, ჩაი და სხვა რამ, რომელიც შეიძლება, რომ ზედ გადაისხას.

2. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის მოძრაობებს, მაქსიმალურად აკონტროლეთ, არ ჰქონდეს მას საშუალება მივიდეს სახიფათო ადგილებთან - გაზქურასთან, გამათბობელთან, "შტეფსელებთან", ფანჯრებთან და ა.შ.

3. ეცადეთ, ბავშვი არასდროს იყოს მარტო, თუნდაც მძინარე. თუ მას მარტო სძინავს ოთახში, კარი ოდნავ მაინც უნდა იყოს ღია, რომ ადვილად შეამოწმოთ, როგორ სძინავს. ყურადღება არასდროს უნდა მოადუნოთ, მაშინაც კი, როცა შინ სტუმრები გყავთ - არც ერთი სტუმარი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი შვილი.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს