დიეტოლოგებმა იდეალური საუზმისთვის პროდუქტების სია შეადგინეს

დიეტოლოგებმა იდეალური საუზმისთვის პროდუქტების სია შეადგინეს

საუზმე მთელი დღის ენერგეტიკულ მარაგს უდებს სათავეს. სწორედ საუზმე განსაზღვრავს დღის განმავლობაში ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ამის გათვალისწინებით ამერიკელ დიეტოლოგთა ასოციაციამ ის პროდუქტების სია შეადგინა, რომლებიც დღის დასაწყებად იდეალურ საკვებს წარმოადგენენ.

ძირითადად ექსპერტები საუზმედ ე.წ. მძიმე ნახშირწყლების მიღებას გირჩევენ, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ფაფებში და ცეხვილ პურში. ნახშირწყლები ენერგიის მდიდარი წყაროა და დანაყრების შეგრძნებასაც დიდი ხნის განმავლობაში ტოვებენ. გარდა ამისა, ხელს უწყობენ საჭმლის მონელების პროცესს.

დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ნახშირწყლები თხილთან და ნიგოზთან ერთად მიირთვათ. ეს კომბინაცია ტვინისთვის ძალიან სასარგებლოა.

იდეალური საუზმესთვის საჭირო სხვა პროდუქტები:

თევზი, განსაკუთრებით კი მოწითალო ფერის ხორცით - მასში შემავალი ტრიპტოფანი "სიამოვნების ჰორმონის" სინთეზს იწვევს, რაც დღის განმავლობაში ემოციური სტაბილურობით გამოიხატება.

კვერცხი - ექიმების თქმით, იდეალურად დაბალანსებული პროდუქტია, რომელიც ტვინის მუშაობისთვის ყველა საჭირო კომპონენტს შეიცავს.

ავოკადო - სავსეა სასარგებლო მიკროელემენტებით, ეხმარება ორგანიზმს ცხიმების წვაში, აუმჯობესებს მხედველობას.

კენკრა - განსაკუთრებით შავი კენკრა - მოცვი ან მაყვალი შემეცნებითი ფუნქციების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ბანანი - კონცენტრირების უნარს ზრდის.

საუზმისთვის ყველაზე შეუფერებლად მიიჩნევენ ტკბილეულს, თეთრ პურსა და ხილის წვენებს. ეს მარტივი ნახშირწყლებია, რომლებიც სისხლში შაქრის დონის მატების გამო მოთენთილობას და სწრაფ შიმშილს იწვევს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს