11:33 / 29-06-2015
ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება
გარგარი
გარგარის შემადგენლობაში შედის ბეტა კაროტინი, რომელიც საშუალებას არ აძლევს თავისუფალ რადიკალებს, აქტიურად დაშალონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურები. იგი სასარგებლოა თვალებისთვისაც. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც თავიდან გვაცილებს კიბოს ზოგიერთ სახეობას, განსაკუთრებით - კანის კიბოს. ერთი ცალი გარგარის ენერგეტიკული ღირებულებაა 17 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: გარგარი შეიძინეთ, სანამ ჯერ კიდევ მკვრივია. როგორც კი დარბილდება, ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

ავოკადო
ოლეინის მჟავა, უჯერი ცხიმები, რომლებიც ამ ხილის შემადგენლობაში შედის, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ლიპოპროტეინების რაოდენობას. ავოკადოს ნაყოფი მდიდარია უჯრედისით. ერთი ნაჭრის ენერგეტიკული ღირებულებაა 81 კილოკალორია, შეიცავს 8 გრამ ცხიმს და 3 გრამ ნახშირწყალს. რჩევა: ბუტერბროდისთვის მაიონეზის ნაცვლად ავოკადოს ნაჭერი გამოიყენეთ.

ჟოლო
ჟოლო მდიდარია ელაჯიკის მჟავათი - ნივთიერებით, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას, აგრეთვე - ც ვიტამინით, რომელიც აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას. ჟოლოში ბევრია უჯრედისი. ერთი ჭიქა ჟოლოს ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 8 გრამ ნახშირწყალს.

მანგო
საშუალო ზომის მანგოს ნაყოფი შეიცავს 57 მგ ც ვიტამინს, რაც თითქმის ადამიანის სადღეღამისო ნორმის ტოლია. ეს ანტიოქსიდანტი გვეხმარება ართრიტის თავიდან აცილებაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია ა ვიტამინითაც. ერთი ცალი მანგოს ენერგეტიკული ღირებულებაა 135 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 4 გრამ ნახშირწყალს.

ნესვი
ნესვი შეიცავს ც ვიტამინს (ნახევარი ნესვი - რეკომენდებულ დღიურ ულუფაზე ორჯერ მეტს) და ბეტა კაროტინს - ორ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომლებიც უჯრედებს თვისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. გარდა ამისა, ნახევარი ნესვი შეიცავს 853 მგ კალიუმს - ორჯერ მეტს, ვიდრე ერთი ცალი ბანანი. კალიუმი აუცილებელია გულისთვის, ამცირებს სისხლის წნევას. ნახევარი ნესვის ენერგეტიკული ღირებულებაა 97 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს
You must have Flash Player installed in order to see this player.
და 2 გრამ ნახშირწყალს.

შტოში
შტოშის წვენი ებრძვის შარდის ბუშტში ლოკალიზებულ ინფექციას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ერთი ჭიქა შტოშის წვენის ენერგეტიკული ღირებულებაა 144 კილოკალორია. არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

პომიდორი
ლიკოპენი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაროტინოიდია. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. გამოკვლევები მოწმობს, რომ პომიდორი ამცირებს შარდის ბუშტისა და კუჭის დაავადებებს; გარდა ამისა, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა 50%-ით შეგიმცირდებათ. პომიდვრის ენერგეტიკული ღირებულებაა 26 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: დაამატეთ პომიდორს ზეითუნის ზეთი - ცხიმთან ერთად ლიკოპენს ორგანიზმი უკეთ აითვისებს.

ქიშმიში
ქიშმიში რკინის ძირითადი წყაროა, რკინას კი ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულებაა 218 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: დაამატეთ ქიშმიში შვრიის, ხორბლის, შერეული მარცვლეულის ფაფას.

იხილეთ გაგრძელება
11:38 / 23-03-2017
ეხ ზურა ხანდახან მდიდრებიც რომ ტირიან?თორემ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიამოვნება რომ ფულზე გადის ფაქტია
naka
15:08 / 11-03-2017
ვეთანხმები ზურას
onise
მსგავსი სიახლეები
ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციებების და გრიპოზული მოვლენების დროს
ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით პოზიციას იუმჯობესებს და ამ ტენდენციას უკვე თვეზე მეტია, ინარჩუნებს
ვალენსიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ლამაზ ქალთან გატარებული 5 წუთი მამაკაცის ორგანიზმში სტრესის ჰორმონებს ზრდის
ჯარიმის სახით მას 2 449 ლარი დავაკისრეთ, რომელიც უნდა გადაეხადა
ფენოლი რესვერატროლი, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაშია, ხელს უშლის
გაზაფხული ალერგიული ადამიანებისთვის უსიამოვნო სიურპრიზების პერიოდია (VIDEO)
პარკოსანი მცენარეები კარგია წონაში კლებისთვის
1000 გამოკითხულიდან  64% ოჯახის წევრებში ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების არსებობას აფიქსირებს
ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან
ცოტა ხნის წინ გვყავდა პაციენტი - 24 წლის ბიჭი, რომელსაც შუნტირების ოპერაცია გაუკეთდა, მანამდე ინფარქტი ჰქონდა გადატანილი
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:36 / 30-03-2017  Image მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა
15:12 / 30-03-2017  Image უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
11:15 / 30-03-2017  Image ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
16:25 / 30-03-2017  Image "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე
ფასის მიუხედავად შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა
11:01 / 30-03-2017  Image როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49