30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების ქვეშ ხართ და შეიძლება სენტიმენტალურობაც მოგეძალოთ. ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. ეცადეთ, შვებულებისთვის განეწყოთ.

კურო

გამოუყენებელ შანსებსა და შესაძლებლობებზე ნუღარ იდარდებთ. ნუ ჩაიციკლებით ძველ წყენაზე. წარსულს ვერ დაიბრუნებთ, ამიტომ დაივიწყეთ და ბედნიერი მომავლისთვის განეწყვეთ.

ტყუპი

ნურავის ენდობით, განსაკუთრებით მათ, ვინც "ოქროს მთებს" გპირდებათ. დღეს შეიძლება ერთგულმა ადამიანმაც კი გაგიცრუოთ იმედი.

კირჩხიბი

დღეს უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ, - საკუთარისაც და კოლეგებისაც, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, თუ მადლობელი არავინ იქნება. უბრალოდ, იმუშავეთ და ადრე თუ გვიან, თქვენი შრომა აუცილებლად

დაფასდება.

ლომი

საქმეების მოგვარებისას ნუ აჩქარდებით, ყური დაუგდეთ გარშემო მყოფთა რჩევებს. ნუ გარისკავთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების ყიდვა.

ქალწული

თქვენი ავადმყოფობა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. დასვენება, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი კვება გესაჭიროებათ. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ აგრესიული და ზედმეტად კრიტიკული არ იყოთ.

სასწორი

მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებზე. დეპრესიისა და გაღიზიანებულობის დაძლევაში მუშაობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაგეხმარებათ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს