როგორია წყალში მშობიარობა - საოცარი ფოტოები

როგორია წყალში მშობიარობა - საოცარი ფოტოები

როდესაც კეტი როზარიომ გაიგო, რომ მისი ორსული მეგობარი შინ აპირებდა მშობიარობას, მაშინვე გადაწყვიტა, ეს ფირზე აღებეჭდა. მით უმეტეს, რომ კეტის მოსწონს ბოლო დროს ბევრ ქვეყანაში მოდად ქცეული შინ მშობიარობის ტენდენცია. თანამედროვე ქალები, ყველასთვის მოულოდნელად, შინ მშობიარობაზეც არ ამბობენ უარს და ძირითადად, ეს აბაზანაში ხდება.

წყალში მშობიარობის მომხრენი ამბობენ, რომ წყალი ამცირებს ტკივილს და ამაღლებს კომფორტის დონეს, ასევე ამსუბუქებს ახალშობილის სტრესს, რომელიც წყლიდან წყალშივე ძვრება და არც ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას გრძნობს. თუმცა, რასაკვირველია, გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს და ბევრს მიაჩნია, რომ წყალში მშობიარობას პლუსზე მეტი მინუსი აქვს, შინ მშობიარობას კი გაცილებით მეტი რისკები ახლავს, ვიდრე ჩვეულებრივ, ექიმების გარემოცვაში.

ყველაზე ხშირად წყალში მშობიარობის ფაქტები დიდ ბრიტანეთში ხდება – წელიწადში 20 ათასზე მეტი. სპეციალური აბაზანებიც კი არსებობს, გასაბერიც და სტანდარტულიც, რომლებიც ბევრ საავადმყოფოშია მოწყობილი, ზოგს კი შინაც აქვს.

თუმცა დავუბრუნდეთ როზარიოს მეგობრის მშობიარობას და იხილეთ ფოტოები ფოტოალბომში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს