მე კუთხეში ვდგავარ - დასჯილი ბავშვის ნაამბობი

მე კუთხეში ვდგავარ - დასჯილი ბავშვის ნაამბობი

მე დამსაჯეს და ახლა კუთხეში ვდგავარ. მე ხომ უკვე დიდი ვარ, 4 წლის ვარ და მინდოდა დედას დავხმარებოდი, მაგრამ დედამ ვერაფერი ვერ გაიგო, არც კი უნდოდა ჩემი მოსმენა, ასევე მამასაც.

დილით მე და დედა მაღაზიაში წავედით, როდესაც დავბრუნდით, დედას თავისმა მეგობრამა დაურეკა. მან ტელეფონი თავის ოთახში შეიტანა და კარი მოხურა. პროდუქტებით სავსე პაკეტები იატაკზე ელაგა. ერთი პაკეტი წაიქცა და იქიდან ორცხობილა გადმოვარდა. ჩვენმა ძაღლმა, ალმამ, მაშინვე დასტაცა პირი და შეჭამა, შემდეგ ცდილობდა პაკეტის დაღრღნას, მაგრამ მე გამოვართვი და თან მკაცრი ხმით (ისე, როგორც დედა ეუბნება ხოლმე), ვუთხარი: “შენთვის არ შეიძლება ორცხობილა, გაწყენს. შენ დედამ ხორცი გიყიდა".

ალმას ძალიან უყვარს ორცხობილა და შემეცოდა. მოვძებნე პაკეტებში ხორცი და გადავწყვიტე, ალმასთვის მეჩვენებინა. ხორცი, რომელიც ცელოფანში იდო, უცებ ხელიდან გამისხლტა და პატარა ნაჭერი ძირს დამივარდა. ალმამ მაშინვე სტაცა პირი და შეჭამა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს