საქართველოს მოსახლეობა უჩვეულო "სიახლოვის" მომსწრე გახდა - ვენერა და იუპიტერი ერთ ხაზზე განლაგდნენ

საქართველოს მოსახლეობა უჩვეულო "სიახლოვის" მომსწრე გახდა - ვენერა და იუპიტერი ერთ ხაზზე განლაგდნენ

წუხელ, 30 ივნისს ორი ყველაზე კაშკაშა პლანეტა ვენერა და იუპიტერი ერთ ხაზზე განლაგდნენ. დისტანცია იმდენად მცირე იყო, რომ ცაში ახედვისას ცერა თითი რომ მიგეტანათ, პლანეტებს შორის თავისუფალ სივრცეს შეავსებდით. პლანეტების ასეთი განლაგების ხილვა შეუიარაღებელი თვალით საქართველოს მოსახლეობასაც შეეძლო.

ამ ახლო კონტაქტს ვენერას და იუპიტერის კავშირი ეწოდება და ჩვეულებრივ, ეს მოვლენა წელიწადში ერთხელ ხდება. თუმცა, წლევანდელი შემთხვევა იმით იყო გამორჩეული, რომ ასე ახლოს მათ ერთმანეთთან არასოდეს ჩაუვლიათ. იმდენად ახლოს, რომ თითქოს შეერთებას აპირებდნენ და რაც მთავარია, ამ შთამბეჭდავი მოვლენის სანახავად მხოლოდ ღამის ცაში სწორი მიმართულებით ახედვა იყო საჭირო.

კავშირის დროს ვენერა 49 მილიონი მილით იყო დაშორებული დედამიწას, იუპიტერი კი 564 მილიონი მილით. პლანეტების ასეთი თვალისმომჭრელი განლაგება შემდეგში 2023 წლის პირველ მარტს მოხდება.

მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს