საბერძნეთის გამო მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა ერთ დღეში 70 მილიარდი დოლარი დაკარგეს

საბერძნეთის გამო მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა ერთ დღეში 70 მილიარდი დოლარი დაკარგეს

საბერძნეთში არსებული კრიზისის ფონზე მსოფლიოს საფონდო ბაზრების ვარდნის გამო, პლანეტის ყველაზე მდიდარმა 400-მა ადამიანმა ორშაბათს საღამოს, საერთო ჯამში, 70 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

"ბლუმბერგის" "მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მილიარდერთა ქონება პროცენტული მაჩვენებლით 1,5 პროცენტზე მეტით შემცირდა. საშუალოდ კი თითოეულ მათგანზე 175 მილიონი დოლარის დანაკარგი მოდის.

"ბლუმბერგის" 30 ივნისის მონაცემებით, ყველაზე დიდი დარტყმა ესპანელი მილიარდერის ამანსიო ორტეგას ქონებას მიადგა. "ზარას" დამფუძნებელმა ერთ დღეში 2,2 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც მისი ქონების 3,2%-ია. მსოფლიოს ნომერ მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის - ამანსიო ორტეგას ქონება "ბლუმბერგის" ბოლო მონაცემებით, 69,2 მილიარდი დოლარია.

1,6 მილიარდი დოლარი დაკარგა ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა, რომლის ქონებაც 67,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს