10 მიზეზი, რისგანაც ნაოჭები ჩნდება

10 მიზეზი, რისგანაც ნაოჭები ჩნდება

სილამაზე და ახალგაზრდობა რომ შევინარჩუნოთ, ათასგვარ კოსმეტიკურ საშუალებას მივმართავთ, ზოგჯერ საკმაოდ ძვირადღირებულს. არადა აღმოჩნდა, რომ სულ უბრალო ჩვევები სილამაზისთვის გაღებულ ჩვენს ძალისხმევას ერთიანად ყრის წყალში. ვერცერთი კოსმეტიკა ვერ დაგეხმარებათ, თუ ქვემოჩამოთვლილი ჩვევები გახასიათებთ.

საღეჭი რეზინის სიყვარული

ჯანსაღი სუნთქვის მოთხოვნილება სარეკლამო სლოგანებიდანვე ჩნდება. თუ ეს ჩვევადაც გექცათ, ნაოჭების გაჩენის რისკიც დიდია. ქვედა ყბის გამუდმებული მოძრაობის გამო ცხვირის და ტუჩების ირგვლივ კანი არაბუნებრივ ფორმას იძენს. ამიტომ საღეჭი რეზინი ჯობია დრაჟეებით შეცვალოთ.

დასუფთავების ზედმეტი სიყვარული

კანის მოვლა-დასუფთავება თავის მოვლის აუცილებელი ნაწილია. განსაკუთრებით ხშირად ვიტარებთ ამ პროცედურებს, როცა ცხიმიანი კანი ან აკნე გვაწუხებს. სამწუხაროდ, კანის წმენდის ფანატები, რომლებიც ნაირ-ნაირ სკრაბებსა და პილინგებს მიმართავენ, ხშირად ზომიერების შეგრძნებას კარგავენ. თუ კრაბს კვირაში 2-ჯერ მეტად მოიხმარ და თან სხვადასხვა გამწმენდ საშუალებას ან ლოსიონს ამატებ, დროა შეჩერდე. კოსმეტიკური საშუალებებით კანის ბუნებრივ გარემოსა დაph ბალანსს არღვევთ. შესაბამისად, მიკრობების წინააღმდეგ კანის იმუტეტიც ქვეითდება. თანდათან, შეუმჩნევლად მიხვალთ სახის კანის გამოშრობამდე, რაც ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია.

დილაობით გამწმენდი საშუალებების გამოყენება

დიახ, ღამით გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება აუცილებელია, მაგრამ დილაობით ეს პროცედურები სულ არ არის საჭირო. ლოგინში, ძილში ხომ არ დაიბინძურებდით კანს? დილაობით სუფთა წყლით პირის დაბანა საკმარისია. მხოლოდ კოსმეტიკური ყინული შელიათ გამოიყენოთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს