"მომეჩვენა, რომ საბოლოოდ დავკარგე ის" - როგორ იწყებს ქალი ეჭვიანობას და რა რეაქცია აქვს კაცს

"მომეჩვენა, რომ საბოლოოდ დავკარგე ის" - როგორ იწყებს ქალი ეჭვიანობას და რა რეაქცია აქვს კაცს

მამაკაცისა და ქალის მიერ ცხოვრების აღქმა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. როცა გოგონები ძირითადად გრძნობებსა და ემოციებს ეყრდნობიან, მამაკაცებს რაციონალიზმი და ლოგიკა სძალავთ. დარწმუნდით ამაში და ნახეთ, როგორ მიდის ქალისა და კაცის ერთი ჩვეულებრივი დღე.

ქალის დღიურიდან:

"საღამოს მომეჩვენა, რომ ჩემი ქმარი რაღაც უცნაურად იქცეოდა... ეს საღამო ერთ კარგ რესტორანში უნდა გაგვეტარებინა. სახლში ჩვეულებრივზე უფრო გვიან მოვედი, დაქალებთან ერთად მაღაზიებში შევიარე და იმიტომ. ველოდი, რომ ქმარი განაწყენდებოდა და რაიმე რეაქცია ექნებოდა. მაგრამ დუმდა და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ჩემს დაგვიანებაზე... საუბარი რაღაც ვერ ავაწყვეთ და შევთავაზე, სადმე წყნარ ადგილას წავსულიყავით, დაგვესვენა და თან გულით და სულით გვესაუბრა. ქმარი დამთანხმდა, მაგრამ რატომღაც ისევ სიტყვაძუნწად... დავინტერესდი, იქნებ რაღაც პრობლემა აქვს? მიპასუხა, რომ ყველაფერი რიგზეა. ვკითხე, იქნებ მე ვიყავი რამენაირად დამნაშავე იმაში, რომ მას განწყობა გაუფუჭდა. ქმარმა მიპასუხა, რომ სულაც არ იყო განაწყენებული, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და სისულელეების გამო არ უნდა მეღელვა. შინ რომ ვბრუნდებოდით, ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. მას ოდნავ გაეღიმა, თუმცა მანქანის მართვა განაგრძო.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს