"წიგნის გამავრცელებლები" საქართველოს ყველა რეგიონში

"წიგნის გამავრცელებლები" საქართველოს ყველა რეგიონში

"მართალია, ჩემთვის ეს საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროდაც იქცა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას, როგორც სამსახურს, არ ვუყურებ"

1879 წლის 15 მაისს საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი დაიწყო: პეტერბურგში განათლებამიღებულმა ქართველმა "სამოციანელებმა" საზოგადოებრივი თვითშეგნების გამოფხიზლება-ამაღლება დაისახეს მიზნად და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" დააფუძნეს. პროგრესული თაობის მიერ შექმნილმა "საზოგადოებამ", რომელმაც 40 წელი იარსება, ერის განათლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ილია ჭავჭავაძე 1879 წელს "ივერიაში" წერდა: "გავრცელდება სწავლა-განათლება სამშობლო ენაზე და მით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი, ურომლოდ თვითმომქმედი ცხოვრება და წარმატება შეუძლებელია, გავა რამდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფენს ნათელს ყოველს კუთხეს ჩვენის ქვეყნისას, რომელიც კი აქამომდე თვალუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა".

მართალია, ამ მოვლენიდან თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა, მაგრამ ფაქტია, "სამოციანელების" გზა გაგრძელებას დღესაც საჭიროებს. წაკითხულ თითოეულ ფრაზას ბავშვისთვის, მოზარდის მიერ გადაშლილ ყოველ ფურცელსა თუ ზრდასრულის მიერ წიგნისთვის დათმობილ ყოველ წამს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ტენდენცია სასიკეთოდ იცვლება - ქართველი წიგნს ნელ-ნელა უბრუნდება. მოსახლეობის უმრავლესობამ იმაზე ფიქრი დაიწყო, რომ განათლების გარეშე პიროვნებად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს. ტვინის მთავარი "სავარჯიშო" კი, რა თქმა უნდა, წიგნია, ამიტომ თითოეულ მოქალაქემდე მის მისატანად მეტი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაა აუცილებელი. სახელმწიფოს განვითარებაც პირდაპირპროპორციულად მკითხველთა სიმრავლეზეა დამოკიდებული: განათლებული საზოგადოება პრობლემას ადეკვატურად აანალიზებს და მის გადასაჭრელად, უმეტეს შემთხვევაში, სწორ არჩევანსაც აკეთებს­. ერთი სიტყვით, ეს მთელი ციკლია, რომლის მთავარი კვანძი სწორედ წიგნია.

საბედნიეროდ, ქვეყანაში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც არსებული პრობლემის სიღრმეს აცნობიერებენ და საზოგადოებაში წიგნის გავრცელების საქმეში მნიშვნელოვან როლსაც ასრულებენ.

ეს არის ჯგუფი, რომელსაც მთელ საქართველოში დააქვს წიგნები და ხალხიც მათ ასე უწოდებს: "წიგნის გამავრცელებლები". ისინი თითქმის ყველა რეგიონში დადიან წიგნების მრავალრიცხოვანი ჩამონათვალით და მოსახლეობას სასურველი წიგნების შერჩევაში ეხმარებიან.

პროექტში უამრავი ადამიანი ჩაერთო, შესაბამისად, არაერთი მოქალაქის ბიბლიოთეკა გადახალისდა ან შეივსო. რაც მთავარია, წიგნის გამავრცელებლებს მკითხველისთვის წიგნები შინ მიაქვთ.  ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, მაია ტაბატაძეს, ვესაუბრეთ, რომელიც წიგნის გავრცელებაზე რუსთავის რაიონში ზრუნავს:

- შარშან, ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი "პალიტრა L "-ის განცხადებას: გამომცემლობა მოქალაქეებს წიგნის გასავრცელებლად ეპატიჟებოდა. ბუნებრივია, ჩემი მონაცემები მაშინვე გავგზავნე. მალევე დამიკავშირდნენ და წიგნის გამავრცელებლადაც ამიყვანეს. უბედნიერესი ვიყავი... რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საზოგადოებაში წიგნის გავრცელებაში მონაწილეობ. ვგრძნობ, რომ მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი და მომავალი თაობის განვითარებაში მცირე წვლილი მეც შემაქვს. თუ ამ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანი გაიაზრებს, განვითარებული სახელმწიფოს აშენება აღარ გაგვიჭირდება.

ჩემთვის ეს საქმიანობა დამატებითი შემოსავლის წყაროდაც იქცა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას, როგორც სამსახურს, არ ვუყურებ.

- თქვენ ერთი წელია წიგნის გავრცელებას ემსახურებით. საინტერესოა თქვენი შეფასება, საზოგადოებაში წიგნი დღეს რამდენად მოთხოვნადია?

- მკითხველს იმდენად მრავალფეროვანი წიგნების კატალოგს ვთავაზობთ,­ რომ შეუძლებელია არ დაინტერესდეს, თანაც მკითხველი დროს ზოგავს, მაღაზიაში მისვლა არ უწევს, ჩვენ მას წიგნს შინ მივაწვდით. რაც მთავარია, მსოფლიო კლასიკას თუ თანამედროვე ლიტერატურას მკითხველს 50-70%-იანი ფასდაკლებით

ვთავაზობთ.

საბედნიეროდ, ათიდან ცხრა მოქალაქე ხვდება, რომ წიგნი ნებისმიერ ვითარებასა და დროში სჭირდება. ამას განსაკუთრებით მშობლები აცნობიერებენ: მართლაც, თუ ბავშვს­ წიგნი მცირე ასაკიდან არ შევაყვარეთ, კითხვას ვეღარასდროს დავაძალებთ. ამიტომაც მშობლებს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ.  თუ პატარებმა კითხვა ჯერ არ იციან, მათთვის მუსიკალური ან ხმოვანი წიგნები გვაქვს. მათი მოსმენა ბავშვისთვის ნამდვილი დღესასწაულია.

ვისაც წიგნი უყ­ვარს და მისი მნიშვნელობა ესმის, მოვუწოდებ, გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი. ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც ქვეყნის მომავლის გადარჩენას ემსახურება, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროა.  ასე რომ, დასაქმდით, ვისაც გიყვართ წიგნები და გსურთ, გქონდეთ სასიამოვნო საქმე და დამატებითი შემოსავალი.

რუსუდან შელია

ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ: 599 08 62 99;

E-mail: katalogi@palitra.ge

წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება“

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს