როგორ გავფცქვნათ კარტოფილი ერთ წამში

როგორ გავფცქვნათ კარტოფილი ერთ წამში

ეს ხერხი ერთნაირად მოსახერხებელია ახალი კარტოფილისთვისაც, რომელსაც თხელი კანი აქვს და ძველისთვისაც. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ თუ ფრის მომზადებას აპირებ, მოგიწევს მის მაგივრად პიურე მოამზადო, რადგან ეს ილეთი მხოლოდ მოხარშული კარტოფილის გასაფრცქვნელად გამოდგება.

პირველი ნაბიჯი

სანამ კარტოფილს წყალში ჩააგდებთ, გაუკეთეთ უწყვეტი ხაზი დანით წრიულად. მთავარია, რომ წრე შეიკრას და გაჭრის წერტილები ერთმანეთს დაემთხვეს.

მეორე ნაბიჯი

ჩააგდეთ კარტოფილი წყალში. როდესაც მოხარშვამდე ერთი წუთი იქნება დარჩენილი, მოამზადეთ ჯამი ყინულიანი წყალით.

მესამე ნაბიჯი

ისე, რომ არ გადმოიღოთ ქვაბი ქურიდან, ამოიღეთ კარტოფილი და ჩააგდეთ ყინულიან წყალში. დაითვალეთ ათამდე.

მეოთხე ნაბიჯი

ამოიღეთ გაგრილებული კარტოფილი. მოკიდეთ კიდეებში ხელი და უბრალოდ დააჭირეთ თითი. კანი დაუყოვნებლივ მოშორდება. ყველაზე კარგი ისაა, რომ ასე კარტოფილის გაფრცქვნას თითების დაფუფქვის გარეშე მოახერხებთ.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს