აფრიკული ტომი, სადაც დაბადების თარიღად დაბადების დღე არ მიიჩნევა

აფრიკული ტომი, სადაც დაბადების თარიღად დაბადების დღე არ მიიჩნევა

ნამიბიაში ცხოვრობს ტომი "ჰიმბა", სადაც ბავშვის დაბადების თარიღად არა მისი შობის ან ჩასახვის დრო, არამედ ის დღე ითვლება, როდესაც დედამ გადაწყვიტა, რომ ბავშვი გაეჩინა. როდესაც ქალი გადაწყვეტს, რომ ბავშვი იყოლიოს, ტომს ცილდება, განმარტოვდება და სიჩუმეში ელოდება, როდის შემოესმება ბავშვის სიმღერა, რომელიც დედამიწაზე მოვლინებას ითხოვს. სიმღერის გაგონების შემდეგ ქალი იმ მამაკაცთან მიდის, ვინც ბავშვის მამა უნდა გახდეს და გაგონილ სიმღერას ასწავლის მას.

როდესაც ქალი ორსულდება, ამ სიმღერას ასწავლის უფროს ქალებს, ხოლო როდესაც ბავშვი იბადება, უფროსი ქალები ახალშობილს ერთად უმღერიან ამ სიმღერას მისალმების ნიშნად. როდესაც ბავშვი იზრდება, ტომის სხვა წევრებიც სწავლობენ სიმღერას და როდესაც ბავშვი დაეცემა ან რამეს იტკენს, მას კვლავ ამ სიმღერას უმღერიან. როდესაც ბავშვი რაიმე სიკეთეს ჩადის, ამის აღსანიშნავად კვლავ უმღერიან მის სიმღერას.

კიდევ ერთი მიზეზის გამო უმღერიან ბავშვს საკუთარ სიმღერას ტომის წევრები. როდესაც ვინმე უკეთურ საქმეს ჩაიდენს, სოციალურ ნორმებს დაარღვევს, მას სოფლის შუაგულში დააყენებენ, მოსახლეობა წრეს შემოარტყამს და მის სიმღერას უმღერის. ტომში თვლიან, რომ ანტისაზოგადოებრივი საქციელი არა სასჯელით, არამედ სიყვარულით და პიროვნების პატივისცემით უნდა აღმოიფხვრას. როდესაც ადამიანი კვდება, მთელი სოფელი, ვინც მისი სიმღერა იცის, იკრიბება და უკანასკნელ გზაზე უმღერის.

ხაშურელი რაგბის მწვრთნელის საოცარი მინიატურები - "სხვისთვის უბრალო ნივთში, მე შეიძლება სახლის კარი ან ფანჯარა დავინახო..."

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

"კარპატების მარადონა" - რუმინელი გეორგე ჰაჯი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელია