TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს სექსუალურ ტემპერამენტს

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს სექსუალურ ტემპერამენტს

თუკი ქალების დიდი ნაწილი, ასაკის მატებასთან ერთად ძირითადად ნაადრევად გაჩენილი ნაოჭებისა და მოშვებული კანის გამო დარდობს, მამაკაცების უმეტესობას ალბათ ყველაზე მეტად ღიპის შემდეგ, სექსუალური ლიბიდოს დაქვეითების და იმპოტენციის შიში ტანჯავს, რაც სავსებით დასაშვები ფაქტია ხშირ შემთხვევაში სტრესისა და გადატანილი ცხოვრებისეული სირთულეების ფონზე - როგორც უკუშედეგი. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ისეთი ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც მმართველი პლანეტების ძალისა და ენერგიის წყალობით ხშირად ხანდაზმულ ასაკშიც კი, ბევრ ახალგაზრდა კონკურენტზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სექსუალური ცხოვრების ინტენსივობის კუთხით...

კურო - ერთი შეხედვით რბილი, დამთმობი, ჩუმი და ბუნჩულა ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს. რის ხარჯზეც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ხშირად ტყუვდებიან მისი სექსუალური პოტენციალის შეფასებისას. თუმცა, კურო არ განეკუთვნება იმ ტიპის მამრებს ვინმეს რამე უმტკიცოს, მით უმეტეს სიტყვებით. თუკი რეალურად გწადიათ ამ კაცის გამოცდა - გამოცადეთ იგი მოქმედებაში. მერწმუნეთ, მასზე უფრო სტაბილურ, ამტან და ტემპერამენტიან პარტნიორს იშვიათად ნახავთ. ამასთან ერთად, ის საოცრად ერთგული და მოსიყვარულეა ინტერესის ობიექტის მიმართ, თუ რა თქმა უნდა,

ამ უკანასკნელის საიმედოობაში კარგად დარწმუნდა.

მორიელი - მითი ზოდიაქოს ამ ნიშნის სუპერსექსუალურობაზე დიახაც რომ შეესაბამება სიმართლეს და ამის მიზეზი, მორიელის მმართველი ორი პლანეტა - მარსი და პლუტონია. მარსი მორიელს მოქნილობას, ფიზიკურ ძალას ანიჭებს, პლუტონი კი სექსუალურ მადას და დაუოკებელ ვნებიანობას. მორიელისთვის სექსი სასიცოცხლოდ აუცილებელი სუბსტანციაა, ამიტომ იგი მას პატარა ასაკიდანვე როგორც ერთ-ერთ, აუცილებელ პროფესიას ისე ეუფლება. ისინი ნაადრევად მწიფდებიან სექსუალურად, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლით იმაში, რომ ხანდაზმულ ასაკშიც შეინარჩუნონ საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა და მათი მოხიბლვის უნარი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს