მოწევამ შესაძლოა, შიზოფრენია ან ფსიქოზი გამოიწვიოს

მოწევამ შესაძლოა, შიზოფრენია ან ფსიქოზი გამოიწვიოს

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სიგარეტის მოწევას შეუძლია ფსიქიური აშლილობა გამოიწვიოს, ისეთები, როგორიცაა შიზოფრენია ან ფსიქოზი. მკვლევარებმა შეისწავლეს ამ დაავადებით დაავადებული 300 000 ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია, რომლებზეც დაკვირვება 1980 წლიდან 2014 წლამდე მიმდინარეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ შიზოფრენიით და ფსიქოზით დაავადებული მწეველების რიცხვი სამჯერ აღემატებოდა შიზოფრენიით დაავადებულ არამწეველებს. 

გამოკვლევებმა მეცნიერებს მისცა საშუალება დაესკვნათ, რომ სიგარეტის მოწევა პროვოცირებას უწევს ფსიქიურ აშლილობებს და არა პირიქით. გავრცელებული მოსაზრება, რომ ის ნერვებს აწყნარებს, მცდარია. მეცნიერები ამას ხსნიან იმით, რომ ნიკოტინი ჰორმონ დოფამინის გამომუშავებას უშლის ხელს, ამას კი თავის მხრივ ფსიქიკის მოქმედების დარღვევა მოყვება.

”ჩვენმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ მოწევა აუცილებლად უნდა მივიღოთ ფსიქიური დაავადებების წარმოშობის სავარაუდო რისკ ფაქტორად,” - განაცხადა ექიმმა ჯეიმს მაკაბიმ. ”ჰორმონ დოფამინის ზედმეტი დოზით გამოყოფა პირდაპირ იწვევს შიზოფრენიის ნიშნებს”, - დასძინა პროფესორმა რობინ მიურეიმ.

მომზადებულია thelancet.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს