რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

რო­გორ იქ­ცა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ქე­თო თე­დოდ

XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის, 1897 წლის 3 სექ­ტემ­ბრის ყო­ველ­დღი­ურ სა­ხალ­ხო გა­მო­ცე­მას - "ცნო­ბის ფურ­ცელს" თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, ვნახავთ რომ საკ­მა­ოდ დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა ვინ­მე, ალე­ლი მე­და­ვით­ნის სტა­ტიას "ბა­ტონ­ყმო­ბის ნაშ­თი ქალ­-კა­ცა", სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია ზე­მო ქარ­თლის მცხოვ­რებ ქალ­ზე, რო­მე­ლიც კა­ცად ბა­ტონ­ყმო­ბის უკუღ­მართ ყო­ფას უქ­ცე­ვი­ა: "მდი­ნა­რე ფრო­ნეს პირ­ზედ სცხოვ­რობ­და მე­ბა­ტო­ნე ხ-ძე, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თურ­მე, შვი­დის წლიდ­გან, ერ­თი გლე­ხის კო­ბე­რი­ძის ასუ­ლი, ქე­თე­ვან. ქე­თე­ვა­ნი ყო­ფი­ლა თვა­ლათ და ტა­ნათ სა­შუ­ა­ლი ქა­ლი და ამას­თა­ნა­ვე ერ­თგუ­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე". სულ პა­ტა­რა და­ობ­ლე­ბუ­ლა, მი­სი და-­ძმა კი სხვა ბა­ტონს წა­უყ­ვა­ნი­ა.

რომ წა­მოზ­რდი­ლა და ჭკუ­ა­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, თა­ვი­სი ყო­ფა არ მოს­წო­ნე­ბია და ბა­ტონს გაქ­ცე­ვი­ა, მაგ­რამ უპოვ­ნი­ათ და უკან და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. მსგავ­სი რამ რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­მე­ო­რე­ბია და დევ­ნით გა­ბეზ­რე­ბულ ბა­ტონს ქე­თე­ვა­ნი იმე­რე­თის აზ­ნა­უ­რის­თვის 20 თუმ­ნად მი­უ­ყიდ­ნი­ა. იმე­რე­ლი აზ­ნა­უ­რი მო­სამ­სა­ხუ­რე მო­ნად ამუ­შა­ვებ­და თურ­მე გო­გო­ნას. დი­დი ჯა­ფა და წვა­ლე­ბა რომ ვე­ღარ აუ­ტა­ნია უკ­ვე "ოც­და ხუ­თის წლის სისხლ სამ­სე ქალს", ბა­ტო­ნის­თვის შე­უ­ბე­დავს: "უ­ფა­ლო ბა­ტო­ნო! ან თა­ვი და­მახ­სნე­ვი­ნე ფუ­ლით, ვი­შოვ­ნი სად­მე და მო­გარ­თმევ და ან ხან­ჯლით მომ­კა­ლი, რომ ამ ტან­ჯვას მოვ­შორ­დე; უკე­თუ ამ ორ თხოვ­ნას არ შე­მის­რუ­ლებთ, მე თვით და­ვიხ­რჩობ თავს მდი­ნა­რე ძი­რუ­ლა­ში­ო".

ბა­ტონს წა­უყ­რუ­ე­ბია და და­უ­ტუქ­სავს კი­დეც, ამი­ტომ ქე­თე­ვანს ნა­ცა­დი ხერ­ხის­თვის მი­უ­მარ­თავს და გა­მო­პა­რუ­ლა. ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში მე­ტი­ვე­ებს შეხ­ვეწ­ნი­ა, ერ­თი ხე­ლი კა­ცის სა­მო­სი მო­მე­ცი­თო. "ი­მა­თაც შე­ცო­დე­ბი­ათ, ზოგს ქუ­დი მი­უ­ცი­ა, ზოგს ჩო­ხა, ზოგს ახა­ლუ­ხი, ზოგს სარ­ტყე­ლი და საჩ­ქა­როთ გა­მოწყ­ო­ბი­ლა მე­ტი­ვურ ტა­ნი­სა­მოს­ში, თმის ნაწ­ნა­ვე­ბიც მა­შინ­ვე მო­უჭ­რია და მტკვრის­თვის მი­უ­ბა­რე­ბი­ა, სა­ნამ ისევ ქა­ლო­ბა მერ­გე­ბო­დე­სო, გაკ­რე­ჭილ თავ­ზედ და­უ­ხუ­რავს კოხ­ტა ქუ­დი, სა­ხე­ლათ თე­დო გა­დურ­ქმე­ვი­ა, რო­მელ­საც დღე­საც ეძა­ხი­ან; ჩა­რე­უ­ლა ტივ­ზედ მე­ტი­ვე­ებ­თან და გაჰ­ყო­ლია თბი­ლი­სი­სა­კენ ტივ­ზედ სა­მუ­შა­ოდ"...

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს