ყველაზე იაფი კუნძულები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ საბერძნეთში

ყველაზე იაფი კუნძულები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ საბერძნეთში

საბერძნეთში 1200-დან 6000-მდე კუნძულია. ქვეყნის გადარჩენისთვის საჭირო 50 მილიარდი ევროს მოსაგროვებლად, საბერძნეთს შეუძლია რამდენიმე ეს "სამოთხის სილამაზე" გაყიდოს. წარმოგიდგენთ ყველაზე ხელმისაწვდომ კუნძულებს საბერძნეთში.

1. ლიხნარის ნახევარკუნძული - 3 მილიონი ევრო

მდებარეობა: 10 წუთი სავალი კორინთიანიდან.

ზომა: 384 451 კვადრატული მეტრი.

კუნძულზე არის სასმელი წყალი, გზა და ბევრი ზეთისხილის ხე.

2. კუნძული გაია - 3 მილიონი ევრო

მდებარეობა: ეხინადის კუნძულების ჯგუფში, იონურ ზღვაში.

ზომა: 174 014 კვადრატული მეტრი

წყლის სახეობის სპორტისთვის იდეალური პირობებია, თევზჭერისთვის, დაივინგისთვის და უბრალოდ, ცურვისთვის. მისი ფასი იმაზე იაფია, ვიდრე ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ერთი ბინის ფასი.

3. კუნძული სტროგილო - 4,5 მილიონი ევრო

მდებარეობა: დოდეკანესის არქიპელაგი, ეგეოსის ზღვა.

ზომა: 218 530 კვადრატული მეტრი

მდებარეობს პოპულარული კუნძულის, მარფოსის სიახლოვეს. კუნძული აუთვისებელია, მაგრამ იქაური წყლის დალევა უბრალო ფილტრაციის შემდეგ შეიძლება, ელექტროენერგიის გაყვანა კი მარტივად შეიძლება მარფოსიდან.

4. კუნძული კიფნოსი - 5 მილიონი ევრო

მდებარეობა: ეგეოსის ზღვა, არქიპელაგ კიკლადის დასავლეთით.

ზომა: 191 182 კვადრატული მეტრი.

ეს კუნძული ათენიდან რამდენიმე საათის სავალში მდებარეობს და იქ უკვე აშენებულია ოცი ულამაზესი სახლი.

5. კუნძული ნისოს სოფია - 5,5 მილიონი ევრო

მდებარეობა: იონის ზღვა

ზომა: 176 000 კვადრატული მეტრი

ეს კუნძული ეკუთვნის კერძო მფლობელს და დაცულია საერთაშორისო რამსარსკის კონვენციით, რაც იმას ნიშნავს, რომ მის წყლებში კომერციულ გემებს არ შეუძლიათ შესვლა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს