ჩასახვის საწინააღმდეგო 6 ბუნებრივი საშუალება

ჩასახვის საწინააღმდეგო 6 ბუნებრივი საშუალება

თავდაპირველადვე უნდა ითქვას, რომ იდეალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. ვიღაცისთვის პრეზერვატივი უხერხულობას ქმნის, უსიამოვნოა და ასე შემდეგ... სხვები ვერ იტანენ აბებს და სპირალს და თვლიან, რომ ამ უკანასკნელებისგან ისინი წონაში იმატებენ, უქვეითდებათ ლიბიდო და სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებენ.

მაგრამ არსებობს რამდენიმე ბუნებრივი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი – არაჰორმონალური, არამექანიკური, ყოველგვარი იმპლანტანტისა და მოწყობილობის გარეშე, რომლებიც თქვენსა და პარტნიორს შორის ბარიერს არ ქმნის.

აღსანიშნავია, რომ თუკი საქმე უცნობ პარტნიორთან სექსს ეხება, პრეზერვატივის გამოყენება ამ შემთხვევაში აუცილებელია, რათა თავი დაიცვათ სქესობრივი ინფექციებისგან.

6 ბუნებრივი კონტრაცეფცია:

1. პაპაიას თესლის ნაყენი. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მამაკაცები დღესაც მიირთმევენ ერთ ჩაის კოვზ პაპაიას თესლს და ეს ჩასახვის საწინააღმდეგოდ შესანიშნავად მუშაობს. პაპაიას თესლს უსაფრთხოდ ჩამოჰყავს სპერმატოზოიდების რაოდენობა ნულამდე. მაგრამ ამ ეფექტისთვის პაპაიას თესლი მინიმუმ თვეში 3-ჯერ უნდა მიიღოს მამაკაცმა. როგორც კი მამაკაცი მის მიღებას შეწყვეტს, სპერმატოზოიდების რაოდენობა მაშინვე აღდგება.

2. ოვულაციის ციკლის კონტროლი. წესისამებრ, ქალს დაფეხმძიმება თვეში მხოლოდ 3-4 დღეში, ოვულაციამდე 2 დღით და ოვულაციიდან 2 დღის შემდეგ შეუძლია. ამიტომაც ღირს, ყურადღებით გააკონტროლოთ ციკლი და უსაფრთხო სექსისთვის განკუთვნილი დღეები.

3. ველური სტაფილოს თესლი უკვე ასეულობით წელია გამოიყენება, როგორც ბუნებრივი კონტრაცეპტივი. ის უსაფრთხოა, არ არღვევს ციკლს და მისი მოყვანა საკუთარ ბაღშიც შეგიძლიათ. ერთი ნიუანსია: ის კვერცხუჯრედის იმპლანტაციას უშლის ხელს და არა მის განაყოფიერებას. სტაფილოს თესლს სექსამდე 8-24 საათის განმავლობაში იღებენ, რა თქმა უნდა, ოვულაციის დღეებში 24, მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში. სტაფილოს თესლი შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ და ისე მიირთვათ, ასევე, მოამზადოთ მისგან ნაყენი ან ჩაი. ველური სტაფილოს თესლი ამაღლებს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს 72 საათის განმავლობაში და ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს