რომელი მცენარეები აფრთხობენ კოღოებს

რომელი მცენარეები აფრთხობენ კოღოებს

ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები. არსებობს მცენარეები, რომლებიც თავისი არომატით აფრთხობს ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს. თუ კოღოს საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების უსაფრთოებას ეჭვქვეშ აყენებთ, ამასთან ფანჯარაზე ბადის დაყენებაც შეუძლებელია, დაგეხმარებათ მცენარეები, რომელთაც უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მწერების საწინააღმდეგოდ.

1.ბარამბო. ბარამბოს თეთრი ყვავილები და ლიმონის ნაზი არომატი აქვს, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ის განსაკუთრებით ეფექტურია სისხლის მწოველი მწერების დასაფრთხობად.

2. კავკასიური გვირილა. კოღოების საწინააღმდეგო ძველი ხალხური საშუალებაა. ამ სახეობის გვირილას დაფხვნილი გამხმარი ყვავილედი, ღერო და ფოთლები, აზიანებს მწერის ნერვულ უჯრედებს. საკმარისია სახლში განვათავსოთ გვირილას რამოდენიმე თაიგული და კოღოები დავივიწყოთ მთელი კვირის განმავლობაში.

3. რეაჰანი. მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ რეჰანს ერიდება ბუზი, კოღო, ბუგრი და ტკიპა. თუ რეჰანს ჩავრგავთ ქოთანში და დავდგამთ ფანჯრის რაფაზე, მწერები ვეღარ გარისკავენ სახლში შემოფრენას. შეიძლება ასევე რეჰანის დაჭრილ ფოთლებს დავასხათ წყალი და გამოვიყენოთ როგორც სპრეი.

4. ლავანდა. ლავანდის სუნი აფრთხობს კოღოსა და ჩრჩილს. მისი მოშენება შეიძლება ქოთანში აივანზე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს