"აი ჩვენი კარაკულაც, ალბათ იკითხავთ, თავისი დიდი და კეთილი მეგობარი შუმბა თუ ენატრებაო"

"აი ჩვენი კარაკულაც, ალბათ იკითხავთ, თავისი დიდი და კეთილი მეგობარი შუმბა თუ ენატრებაო"

თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქზე" თეთრი ლომის ბოკვერის, შუმბას მეგობრის, კარაკულას სურათს აქვეყნებს. ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, სტიქიას სასწაულებრივად გადარჩენილი პუდელს თავს კრგად გრძნობს.

"აი ჩვენი კარაკულაც

სტიქიის დილას ზოოპარკში შემოსულებმა დამტვრეული მანქანის თავზე შემოსკუპული აღმოვაჩინეთ. დღემდე დიდ საიდუმლოდ რჩება, როგორ დააღწია თავი წყალდიდობას და რანაირად მოახერხა მანქანაზე აბობღება. ვერ გეტყვით, ლომის გაზრდილი ძაღლი რომაა იმიტომ იყოჩაღა, თუ ის დაეხმარა, რომ ბუნებითაც ძალიან მაკვარანცხი ბავშვია. ფაქტია, რომ გადარჩა. საშინელ დღეში კი იყო. ტალახში ჩურჩხელასავით ამოვლებული იჯდა და კანკალებდა საცოდავად. მერე თანამშრომლებმა წაიყვანეს, დაბანეს, გაკრიჭეს და მოაწესრიგეს.

ახლა ადმინისტრაციაში ცხოვრობს და მშვენივრად გრძნობს თავს, უბრალოდ ლომურ ჩვევებს მაინც ვერ ივიწყებს. დიდხანს თუ უყურადღებოდ დატოვებ დაღრღნის და დაჭამს თავის ყელსაბამებს, მიანადგურ-მოანადგურებს ყველაფერს გარშემო და მერე ვითომც აქ არაფერი, ზის საკუთარი ნამოქმედარით კმაყოფილი.

ალბათ იკითხავთ, ნეტავ თავისი დიდი და კეთილი მეგობარი შუმბა თუ ენატრებაო. აბა რა გითხრათ, სამწუხაროდ ვერაფერს გვეუბნება, მაგრამ ენატრება ალბათ. ისევე როგორც ჩვენ ყველას..." - ნათქვამია ზოოპარკის "ფეისბუქ" გვერდზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს