მეცნიერები ხალხს ურჩევენ, მეტი ჭამონ

მეცნიერები ხალხს ურჩევენ, მეტი ჭამონ

იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ადამიანები ცდილობენ, გამხდრები იყვნენ, ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ აუცილებელია მეტი საკვების მიღება. სპეციალისტები თვლიან, რომ დღიური კალორიების რიცხვი ქალებისთვის - 2000 კალორიას, მამაკაცებისთვის კი 2500 კალორიას უნდა შეადგენდეს.

მედიკოსები ძალიან კრიტიკულად უყურებენ იმ საკითხს, რომ ხალხი ცდილობს შეზღუდული რაოდენობით მიიღოს საკვები. მათი აზრით, მოდის დევნა ადამიანს სასარგებლო პროდუქტებზე ათქმევინებს უარს. აუცილებელია რაციონში ჩართოთ რძე, ნაღების კარაქი, ხორცი, თევზი და ყველი.

ჯანსაღი კვების სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ზედმეტი 400 კალორია ორგანიზმს არანაირ ზიანს არ მოუტანს. იმ შემთხვევაში, თუ საკვები, რომელსაც ადამიანი მიირთმევს ჯანსაღია, წონის მომატება არ მოხდება.

დიეტოლოგების აზრით, ხალხი სუქდება არა იმის გამო, რომ ბევრს ჭამს, არამედ არასწორი საკვების მიღებით, რომელშიც სასარგებლო ნივთიერებები არ არის. ასეთი საკვები უნდა შეცვალოთ ხილით, ბოსტნეულით, თევზით, ხორცით, თხილეულით და ა.შ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს