დედა შვილის გადასარჩენად ჩახუტებას ყიდის

დედა შვილის გადასარჩენად ჩახუტებას ყიდის

ჩინელი დედა ჩენ დიუანი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. მას სხვა გზა აღარ დარჩა და გადაწყვიტა, ჩახუტება გაეყიდა. ერთი ჩახუტება ერთი ფუნტი ღირს. პირველ დღეს ჩენმა მოახერხა სამოცი ფუნტის მოგროვება.

საქმე ის არის, რომ ჩენის ოთხი წლის ქალიშვილს ლეიკემია დაუდგინდა. გოგონას მკურნალობაზე მშობელმა უკვე 7 000 ფუნტი დახარჯა, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. მშობელს ფული გამოელია და გადაწყვიტა პატიოსანი ხერხით მისი მოძიება.

ხალხი, რომელიც ჩენს და მის შვილს ხედავდა, დაუყოვნებლივ მიდიოდა ქალის გადასახვევად, ბევრმა ერთ ფუნტზე მეტი გადაუხადა. ეს ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა და ამჟამად შექმნილია ონლაინ-ანგარიში, სადაც ხალხი ლეიკემიით დაავადებული ბავშვის სამკურნალო ფულს რიცხავს.

მომზადებულია unilad.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს