"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან

"კოლხი ქალთევზა" - გინესის რეკორდსმენი გოგონა საქართველოდან

17 წლის, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც დარდანელის სრუტე ხელ-ფეხშეკრულმა გადაცურა და პირველი გინესის რეკორდი დაამაყარა. მას შემდეგ ანა ლომინაძეს "კოლხ ქალთევზას" უწოდებენ. ულამაზეს და მიზანსწრაფულ გოგონას კიდევ არაერთი წარმატება წინ ელის.

ანა ლომინაძე:

- ცურვაზე სიარული საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. დაახლოებით 3-4 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედაჩემის მეგობარმა, ჩემმა "მეორე დედამ" – ნანი ჭუმბაძემ დამაწყებინა ცურვის შესწავლა. დიდი მონდომებით და მოტივაციით ვსწავლობდი. პირველი გამარჯვება კარგად მახსოვს, 6 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ადგილი ავიღე მოყვარულებში, ხოლო 8 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი გულაღმა ცურვაში, ასევე საქართველოს მრავალგზის პრიზიორი და გამარჯვებული ბრასით, დელფინისა და კოლხური ყაიდით ცურვაში. ასევე აზერბაიჯანის ჩემპიონი და თბილისის მერიის თასის მფლობელი. ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანი თარიღი მაინც 2012 წლის 30 აგვისტოა, როდესაც დარდანელის სრუტის 5500 მეტრიანი მონაკვეთი, 47 წუთში ხელ-ფეხშეკრულმა გადავცურე და გინესის რეკორდი დავამყარე.

- როდესაც ეს რეკორდი დაამყარე, 17 წლის იყავი...

- ჰო, ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის თითქოს პატარა ვიყავი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან გვერდით მყავდა ახლობლები, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. მწვრთნელი, რომელიც ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა... პროფესიონალი მოცურავისთვის რთული არ არის გადაწყვეტილები მიღება, მით უფრო როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობეში. იმ დღეს ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობდი, რომ ორგანიზება იმ დონის არ იყო, რაც ასეთი რეკორდის დამყარებისას არის საჭირო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს