როგორ გამოიყურება ჯადოსნური ქორწილი

როგორ გამოიყურება ჯადოსნური ქორწილი

წყვილმა, რომელთაგან მამაკაცი მწერალ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნების - ”ბეჭდების მბრძანებლის” თავგადაკლული ფანია, ქორწილის საყვარელი რომანის სამყაროში აღნიშვნა გადაწყვიტეს.

28 წლის უილ გრანტმა თავისი საცოლე 33 წლის ემი განდერი დაიყოლია, რომ ქორწილი ”ბეჭდების მბრძანებლის” სტილში გადაეხადათ. დეკორატორებმა ბაღი იმ სოფლის მსგავსად აქციეს, სადაც ფროდო ბეგინსი ცხოვრობს - ტოლკინის წიგნების მთავარი გმირი. ნეფე და პატარძალი ფროდოს და გალადრიელის იმიჯით წარსდგნენ. სტუმრებს წყვილმა სთხოვა, წიგნის შესაბამისი სამოსით მისულიყვნენ.

სიყვარულის ფიცი წყვილს გენდალფმა დაადებინა, ბეჭედი კარგად გაწვრთნილმა არწივმა მიუტანა, სადღეგრძელოებს კი ერთად წარმოთქვამდნენ ჰობიტები, გნომები და ელფები.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს