უყურადღებოდ დარჩენილი ქართული კურორტები

უყურადღებოდ დარჩენილი ქართული კურორტები

საქართველო ბალნეოლოგიური, კლიმატური, მთის და ზღვის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. ქვეყანაში სულ 100-ზე მეტი კურორტია, თუმცა მათი დიდი ნაწილი უყურდღებოდაა დარჩენილი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ია თაბაგარის თქმით, კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის პირველ რიგში საჭიროა ინფრასტრუქტურის გამართვა. "მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სანახაობა და კომფორტი. სანახაობაში ვგულისხმობ იმას, რომ დამსვენებელს ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდეს. ვიზიტორს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ წყალი დაბინძურებულია, ან გარემო არ არის სუფთა", - ამბობს ია თაბაგარი.

მსგავსი პრობლემები აქვს თეთრიწყაროს რაიონში მდებარე კურორტ მანგლისსაც, რომელიც მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მანგლისი განსაკუთრებით პოპულარულია მაისში, როდესაც ფიჭვი ყვავილობს. გარდა ამისა, მანგლისი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ამიტომაც მსურველს დედაქალაქიდან შაბათ-კვირასაც შეუძლია ჩასვლა. თუმცა, არც მანგლისშია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კურორტზე არც სასტუმროები და არც კვების ობიექტებია. გზების რეაბილიტაციის შემდეგ მანგლისში არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ დამსვენებლები მიეზიდათ. უფრო მეტიც, ადგილობრივები ჩივიან, რომ მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წელია გაუარესდა. "პირველ რიგში გვაქვს წყლის და გაზის პრობლემა. წელს სეზონი ჩავარდა, ხალხი აღარ ამოვიდა, იმის გამო, რომ წყნეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის გამო გაზიც არ გვაქვს, ასევე დამსვენებელს უწევს სხვა უფრო გრძელი და ცუდი გზით ჩამოსვლა. საერთოდ არაფერი გაკეთებულა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ადრე კარუსელები ამოჰქონდათ და პარკში დგამდნენ. წელს ეგენიც აღარ ამოუტანიათ", - ამბობს მანგლისის მკვიდრი თალი სულეიმანაშვილი.

გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ შოვშიც. "პირველ რიგში უნდა გაკეთდეს გზა. ჰაერი უნიკალურია. აქ ერთად ხარობს ნაძვი, ფიჭვი და სოჭი. აქ არის მინერალური წყლები, ლამაზი ბუნება, ასეთი კურორტები ფაქტობრივად არ არსებობს საქართველოში, სადაც ყველაფერი ასე ერთად იყოს თავმოყრილი. ასეთ სიმდიდრეს არ აქცევენ ყურადღებას", - ამბობს რაჭის მცხოვრები, გიორგი ხომასურიძე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს