როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში

როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში

კბილების გათეთრება მხოლოდ სტომატოლოგის დახმარებით არ არის შესაძლებელი. ბრიტანელი მეცნიერების აზრით, კბილების გათეთრება სახლის პირობებშიც მარტივად შეიძლება. წარმოგიდგენთ მათ რჩევებს, როგორ გავითეთროთ კბილები სახლში.

ყველის თერაპია

რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ბუტერბროდი გაუდას ყველით, მაგრამ მაგარ ყველს გააჩნია ისეთი სტრუქტურა, რომელსაც კბილების ზედაპირზე ნალექის მოშორება შეუძლია. ამასთან, ყველში დიდი რაოდენობითაა კალციუმი, რაც კბილებს გაგიმაგრებთ. ამ მიზეზითვე გირჩევენ ექიმები რძის სმას.

არ დაგავიწყდეთ ენა

კბილების გახეხვისას აუცილებლად გადაისვით ჯაგრისი ენაზე, სწორედ მასზე შეიძლება დაგროვდეს საჭმლის ნარჩენები და ქიმიური პროდუქტების და სასმელების მავნე ინგრედიენტები. ენიდან კი მათი კბილებზე გადასვლა მარტივად ხდება, ამიტომ აუცილებლად გაისუფთავეთ ხოლმე ენა.

ელექტროჯაგრისი

სტომატოლოგები აცხადებენ, რომ ელექტროჯაგრისი 70 პროცენტით მეტ ნადებს აქრობს და გაცილებით სწორად წმენდს კბილებს, ვიდრე ჩვეულებრივი ჯაგრისი.

გამოივლეთ პირში მარილიანი წყალი

მარილიანი წყალი უხდება ღრძილებს, მარილი ბუნებრივი ანტიბაქტერიული პროდუქტია. გაურიეთ თბილ, ანადუღარ წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი, დაელოდეთ გაციებას და გამოივლეთ პირის ღრუში. დროთა განმავლობაში კბილის ემალი საგრძნობლად გამოთეთრდება.

სოდით გაწმენდა

სოდას კბილის საწმენდ საშუალებებს უმატებენ. ის საუკეთესო ბუნებრივი მათეთრებელია. გაურიეთ ჩაის კოვზის მეოთხედი სოდა წყალში და მასში ამოავლეთ კბილის ჯაგრისი. სოდა კბილების გათეთრებაში ძალიან დაგეხმარებათ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს