12 წლის გოგონას აინშტაინზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვს

12 წლის გოგონას აინშტაინზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვს

ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) გამაოგნებელი მაჩვენებელი გამოავლინა 12 წლის ბრიტანელმა გოგონამ, სკოლის მოსწავლე ნიკოლ ბარმა, რომელმაც 162 ქულა აიღო და ორი ქულით გაუსწრო ფიზიკის თეორიის ფუძემდებელს ალბერტ აინშტაინს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიზიკოსს სტივენ ჰოკინგს. ეს შედეგი ნიკოლს მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ადამიანების გვერდით აყენებს. ”ის ძალიან შრომისმოყვარეა. გაკვეთილების შემდეგ დამატებით რჩება კლასში და არასოდეს აცდენს სკოლას”, - ყვება გოგონას დედა და აღნიშნავს, რომ ნიკოლს სურს პედიატრი გამოვიდეს.

ზრდასრული ადამიანის საშუალო ინტელექტის კოეფიციენტი 100 ქულას შეადგენს. 140 ქულაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანი უკვე გენიოსად ითვლება. მშობლები ძალიან ამაყობენ შვილის ამ მიღწევით. ნიკოლის მამა ასფალტის დამგებად მუშაობს და ამბობს, რომ მთელი სამეზობლო ამაყობს მისი ქალიშვილით. თავად ნიკოლი ყვება, რომ გაოგნდა, როდესაც შედეგები შეიტყო.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს