ყველაზე პატარა დამნაშავეები, რომლებიც მკვლელობისთვის იხდიან სასჯელს

ყველაზე პატარა დამნაშავეები, რომლებიც მკვლელობისთვის იხდიან სასჯელს

წარმოგიდგენთ იმ ბავშვების ისტორიებს, რომლებიც ამერიკის გამოსასწორებელ დაწესებულებაში მკვლელობის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს.

კერტის და კეტრინ ჯონსები

1999 წლის იანვარში კერტის ჯონსმა და მისმა უფროსმა დამ მათი მამის საყვარელი სონია ნიკოლ სპეიტსი პისტოლეტიდან ოთხი გასროლით მოკლეს. დანაშაულის ჩადენისას ძმა 12 წლის იყო, და კი 13 წლის. და-ძმა აგრეთვე გეგმავდა მამის და ნათესავის მოკვლას, რომელიც მათზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა. კერტისს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დღეს ის თავისუფალია, მისი და კი წელს გამოდის ციხიდან.

ნათანიელ აბრაჰამი

1997 წელს 11 წლის ნათანიელ აბრაჰამმა 18 წლის რონი გრინი მოკლა, როდესაც ის მაღაზიიდან გამოდიოდა. ბიჭმა ახალგაზრდა თავის არეში ერთი გასროლით მოკლა. დანაშაულის ჩადენიდან აბრაჰამი ოთხ დღეში დააკავეს. არასრულწლოვნობის გამო მას მხოლოდ რვა წელი მიესაჯა. ციხიდან 2007 წლის 18 იანვარს გამოვიდა, 20 წლის ასაკში.

ჯორდან ბრაუნი

2009 წელს 11 წლის ჯორდან ბრაუნი საკუთარი მამის ფეხმძიმე საცოლის, 26 წლის კენზი მერი ჰოუპის მკვლელობისთვის დააკავეს. ბავშვმა ქალი კეფაში გასროლის შედეგად მოკლა. ბრაუნი მეორე დღესვე დააკავეს, თუმცა ის თავიდანვე აცხადებდა, რომ უდანაშულო იყო. 2009 წელს, როდესაც ჯორდანს 17 წელი შეუსრულდა, სასამართლოში მისი საქმე გადაიხედა. მოსამართლემ მისი ბრალეულობის საკმარისი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა, მაგრამ კანონის მიხედვით, ბრაუნი პატიმრობაში 21 წლამდე მაინც დარჩება.

ლიონელ ტეიტი

1999 წლის ივლისში 12 წლის ლიონელ ტეიტი ექვსი წლის ტიფანი იუნიკის უვლიდა. ბიჭი მეორე სართულზე ავიდა და დედას უთხრა, რომ გოგონამ სუნთქვა შეწყვიტა. ტეიტი ირწმუნებოდა, რომ თამაშის დროს შემთხვევით ჰკრა ხელი ტიფანის, ის დავარდა და კიბეს თავი დაარტყა. სასამართლომ ტეიტს არ დაუჯერა, რადგან გოგონას სხეულზე 35 ჭრილობა აღმოაჩნდა.

ენდრიუ ვურსტი

1998 წლის 24 აპრილს 14 წლის ენდრიუ ვურსტი ქალაქ ედინბოროს საბანკეტო დარბაზში შევიდა და მერვე კლასის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა, რომლებიც გამოსაშვებ საღამოზე ცეკვავდნენ. ვურსტმა მასწავლებელი მოკლა და ექვსი ადამიანი დაჭრა. მისი დაკავება იმავე დღეს მოხდა. პირობით გათავისუფლების უფლება ვურსტს 2029 წლამდე არ ეძლევა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს