ავსტრალიაში გიგანტური კაციჭამია ზვიგენი დაიჭირეს

ავსტრალიაში გიგანტური კაციჭამია ზვიგენი დაიჭირეს

ავსტრალიელი მეთევზეების ჯგუფმა გიგანტური გაბარიტების ვეფხვისებრი ზვიგენი დაიჭირა. დაჭერამდე მეთევზეებმა დაინახეს, თუ როგორ შეჭამა მტაცებელმა თავისი სახეობის დიდი ზვიგენი.

მეთევზე მეთიუ ყვება, რომ თავიდან სწორედ პატარა ზვიგენი წამოეგო ანკესზე, ხოლო როდესაც ეკიპაჟი მის ამოსაყვანად მივარდა, უცებ ის უფრო გიგანტურმა ზვიგენმა გადაყლაპა და ასე წამოეგო ანკესზე ვეფხვისებური ზვიგენი.

ვეფხვისებური ზვიგენი ძალიან საშიში მტაცებელია, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წამორმადგენელია თევზების ამ ოჯახის. ამასთან, ის არა მხოლოდ ზღვის ბინადრებზე, არამედ ადამიანებზეც ნადირობს. ამ ზვიგენების მუცელში ხშირად პოულობენ ადამიანის სხეულის ნაწილებს.

დაჭერილი ზვიგენი სიგრძეში ოთხი მეტრია, წონა კი ნახევარი ტონა აქვს. ზვიგენი ნაციონალურ სამეცნიერო სააგენტოს გადაეცა გამოსაკვლევად, ხოლო მისი კბილები მეზღვაურებმა სამახსოვროდ დაიტოვეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს