მეცნიერებმა სიმსივნის სმარტფონით აღმოჩენა ისწავლეს

მეცნიერებმა სიმსივნის სმარტფონით აღმოჩენა ისწავლეს

რუსმა მეცნიერებმა შექმნეს მაღალი მგრძნობელობის სენსორი, რომელსაც შეუძლია სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა ნაადრევ სტადიაში დააფიქსიროს. ამასთან, სენსორის ზომები საშუალებას იძლევა, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს პორტატულ ხელსაწყოებში, მაგალითად სმარტფონებში.

სპეციალისტებმა შეიმუშავეს ნანომექანიზმი, რომელიც ნივთიერებების ქიმიურ შემადგენლობას აანალიზებს. მას შეუძლია აღმოაჩინოს როგორც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა, ასევე ვირუსული დაავადებები, მათ შორის აივ ინფექციები და ჰეპატიტი.

”ეს სენსორი მოგვცემს საშუალებას, ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის და ზრდის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შევიტყოთ და დაავადების დიაგნოსტირება მოვახერხოთ, ვიდრე ამის საშუალებას სხვა, დღეისათვის არსებული მეთოდი მოგვცემს”, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს