არქეოლოგებმა ადამიანის თავის ქალებისგან აშენებული კედელი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ადამიანის თავის ქალებისგან აშენებული კედელი აღმოაჩინეს

მექსიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანების თავის ქალებისგან აშენებული კედელი, რომელიც აცტეკური იმპერიის პერიოდს მიეკუთვნება. გვატემალას ქუჩაზე, მიწიდან ორი მეტრის სიღრმეზე ოცდაათმეტრიანი პლატფორმა აღმოაჩინეს, რომლის ცენტრშიც ადამიანის რამდენიმე ათეული თავის ქალაა, რაც საბოლოოდ, წრეს გამოსახავს. ეს რიტუალური წყობა ნაუტალის ენაზეა შესრულებული, რომელსაც აცტეკები იყენებდნენ.

”ეს კედელი ვულკანური წარმომავლობის ქვებისგანაა აშენებული, დაფარულია ფილებით, განთავსებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, მასში ადამიანის ყბების და თავის ქალის ფრაგმენტებია ჩატანებული, ცენტრალურ ნაწილში კი მთლიანად თავის ქალებია ჩაშენებული, რომელიც წრეს ქმნის”,- ყვება ქალაქის არქეოლოგიური პროგრამის ხელმძღვანელი რაულ ბარერა. მისი თქმით, ამ დროისათვის მეცნიერებმა 35 თავის ქალა აღმოაჩინეს, თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. ძირითადად, თავის ქალა ზრდასრულ მამაკაცებს ეკუთვნის, თუმცა აქა-იქ ქალების და ბავშვების თავის ქალებიც გამოერევა.

ექსპერტები თვლიან, რომ კედელი მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე სუკუნეშია აშენებული და აცტეკური იმპერიის დედაქალაქის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს, როლის ადგილასაც ახლა მეხიკოა გაშენებული.

”ამ კედელს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ამ თავის ქალების დიდი ნაწილი აცტეკების მტრებს ეკუთვნოდა, რომლებიც მათ ტყვედ აიყვანეს, მსხვერპლად შეწირეს და თავი მოკვეთეს, რომ მათ ძლევამოსილებას ხაზი გასმოდა”, - განაცხადა არქეოლოგმა ედუარდო მატოს მოკტესუმამ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს