ნასამ ახალი ჯუჯა პლანეტის ფოტოები გამოაქვეყნა

ნასამ ახალი ჯუჯა პლანეტის ფოტოები გამოაქვეყნა

ნასას სპეციალისტებმა ჯუჯა პლანეტა ცერერის პირველი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელიც სადგურმა ”დონმა” მისი კვლევის მესამე ეტაპზე გადაიღო. ფოტოებზე ჩანს ახალი რელიეფის დეტალები. ამერიკული სააგენტოს მონაცემებით, ფოტოები გადაღებულია 18-19 აგვისტოს 1470 კილომეტრის მანძილის დაშორებით ცერერის ზედაპირიდან. ცნობილია, რომ კვლევის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, რომელიც 2015 წლის დეკემბერს დაიწყება, სადგური ჯუჯა პლანეტის ზედაპირს 375 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ სადგური ”დონი” ამერიკის კოსმოდრომიდან 2007 წლის 27 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში, რაკეტა დელტა 2-ის საშუალებით. აპარატი ორბიტაზე ცერერას მახლობლად 2015 წლის 6 მარტს აღმოჩნდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს