ტურისტულმა კომპანიამ საოცნებო ვაკანსია გამოაცხადა

ტურისტულმა კომპანიამ საოცნებო ვაკანსია გამოაცხადა

ფრანგულმა სტარტაფმა, რომელიც ტურიზმისა და გართობის სფეროში მუშაობს, გამოაცხადა ვაკანსია - ”საუკეთესო სამუშაო საფრანგეთში”. კომპანია ეძებს ადამიანებს, რომლებიც ტურისტებად იმუშავებენ.

კომპანია Loisirs Enchères სულ ხუთ ადამიანს ეძებს. მათ მოვალეობაში შევა პარაშუტით გადმოხტომა, აკვალანგით ცურვა, იახტით სეირნობა და სხვა გართობები, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება.

მიღებული განცდებისა და შთაბეჭდილებების შესახებ ”ტურისტებმა” ბლოგებში უნდა წერონ, შეაფასონ კომპანიების მუშაობა და შეთავაზებული მომსახურების ხარისხი. იდეის ავტორების აზრით, მომავალი ტურისტები უკეთ შეძლებენ გადაწყვიტონ, თუ როგორ დაგეგმონ საკუთარი შვებულება.

თანამშრომლებთან კონტრაქტი ოთხ თვეზე გაფორმდება. როგორც Loisirs Enchères-ში იტყობინებიან, დღეში ვაკანსიაზე 20 გამოხმაურება მოდის, საიტის მნახველების რიცხვი კი 30%-ით გაიზარდა.

კომპანია Loisirs Enchères ერთი წლის წინ დაარსდა. ის ტურების გაყიდვითაა დაკავებული. "ადამიანებს, რომელთაც ”საუკეთესო სამსახურში” აიყვანენ, მოუწევთ საკუთარ თავზე გამოსცადონ ყველა მომსახურება, რასაც Loisirs Enchères სთავაზობს თავის მომხმარებლებს", - წერს ფრანგული გამოცემა ”ლე ფიგარო”.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს