ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია

ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია

27 აგვისტოს მონაკოს "გრიმალდი ფორუმში" დასახელდა უეფას ვერსიით ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

კანდიდატი სამი იყო ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი) და ლიონელ მესი (ბარსელონა).

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მესი გამოაცხადა.

თანამედროვე ფეხბურთის ეპოქაში ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს სხადასხვა თაობის ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული შტრიხები შექმნეს და ძნელია დაარწმუნო ამ ორი კლუბის გულშემატკივრები რომელი უფრო უკეთესია.

რონალდოს ფანები მესის დასცინოდნენ იმისთვის, რომ ის ჩიფსებისა და პეპსის რეკლამების "ფასია". სამაგიეროდ მოსწონდათ რონალდო - შამპუნების, კედების რეკლამაში მონაწილეობისა და მატჩიდან მატჩამდე შეცვლილი ვარცხნილობის გამო.

თუმცა ბოლო მატჩებმა ცხადჰყო, რომ კრიშტიანო ვარცხნილობების შეცვლას უფრო ოსტატურად ახერხებდა, ვიდრე მეტოქის მოტყუებას.

მესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ქალებს მოსწონთ, როგორც საუკეთესო მოთამაშე და არა როგორც სიმპთიური ახალგაზრდა. ის მოსწონთ მისი თამაშის ჯადოქრობით...

”მესი გენიოსია” ; ”მშვენიერია მის გვერდით ხუთი წუთი ყოფნა” ; ”მესი მსოფლიო ჩემპიონია”; ”მესი საუკეთესოა”; ”მესი საოცარია” ...

”მესისთვის ერთი კაცის მოტყუება ისევე იოლია, როგორც მზესუმზირის კნატუნი.

იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა რამდენიმე მეტოქე ეხვევა, თავისუფლად შეუძლია 4-5 მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევა და კარის დალაშქვრა. მესისებრი ნიჭის ფეხბურთელი დედამიწაზე, შეიძლება, ბევრი დაბადებულა, მაგრამ ხუთი კაცის მოტყუების შემდეგ თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ვერ მისულა.” (“პალიტრაL” -ის ბიოგრაფიული წიგნი ”მესი”)

მესი რომ ფეხბურთს თამაშობს ბებიამისის დამსახურება ყოფილა. ( დედის მხრიდან).

ბებიას ერთხელ ფეხბურთის საყურებლად წაუყვანია, პატარა ლეო იჯდა და ელოდა როდის დაიწყებოდა მატჩი. თუმცა თამაში იმის გამო არ დაიწყო, რომ ერთერთმა ფეხბურთელმა ვერ გაიღვიძა.

პატარა მესიმ ბებიას უთხრა რომ მას უნდოდა ეთამაშა. ბებიამაც მწვრთნელს დაუძახა და ყველაფერი ასე დაიწყო...

6 წლის ასაკში ის ბებიის ვაჟკაცობით და მწვრთნელის კეთილგანწყობით ოფიციალურად გავიდა სათამაშოდ.

იმ თამაშში პატარა ლეომ პირველი გოლიც გაიტანა და დღემდე ისეთი ემოცია აქვს როგორიც მაშინ. ( სწრაფად ბრუნდება უკან, თავდახრილი ერთხელ იხედება დალაშქრული მეტექოს კარისკენ და ოდნავ ღიმილიანი, თავდაჯერებული აგრძელებს თამაშს. დღემდე ყველამ იცის, რომ თუ გუნდის წაგების დიდი რისკია, ბურთი აუცილებლად ლეოს უნდა მისცენ და პრობლემა გვარდება.

როგორც გავიგე მათემატიკა არ უყვარდა... ალბათ ამიტომაცაა, რომ დღეს მისი მამის და საგადასახადო აგენტების წყალობით საგადასახადო სამსახურთან ყოველთვის პრობლემები აქვს.

კარიერის სტატისტიკა

მესის კარიერა 2003–2004 წლის სეზონში, „ბარსელონა C”–ს შემადგებლობაში დაიწყო. იმავე სეზონში იგი ერთი საფეხურით დააწინაურეს და უკვე B გუნდის რიგებში დაიწყო გამოსვლა. ამ ორ კლუბში, არგენტელმა სულ 32 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო. მეტი არ დასცალდა, მას წინ გაცილებით დიდი გამოწვევა ელოდა – ლეო „ბარსელონას“ პირველი გუნდის წევრი გახდა 2004–2005 წლის სეზონში.

აი აქ დაიწყო ის საოცარი კარიერა, რომელიც დღემდე გრძელდება და ფეხბურთელს თანამედროვეებთან შედარებით გაცილებით მაღლა ამყოფებს. „ბლაუგრანას“ მაისურით მესიმ 452 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე და 384 გოლის გატანა შეძლო.

ტიტულები

შთამბეჭდავია ოქროს მედლების სია, რაც მესის აქვს მოპოვებული საკუთარ კლუბთან ერთად.

1) ესპანეთის ლა ლიგა –6.

2) კოპა დელ რეი – პირველი ადგილი –2, მეორე ადგილი – 2.

3) ესპანეთის სუპერთასი –6, მეორე ადგილი –1.

4) უეფას ჩემპიონთა ლიგა –3.

5) უეფას სუპერთასი –2, მეორე ადგილი –1.

6) ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი –2.

7) ოლიმპიადის ოქრო –1.

8) ფიფას 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი –1.

9) მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ადგილი –1.

10) კოპა ამერიკას მეორე ადგილი –1.

როგორც ხედავთ, მესის 23 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული სხვადასხვა ტურნირებზე და მათგან ძალიან ცოტა თუა მარტივი გათამაშება. ახლა კი ყველაზე მთავარს შევხედოთ, მესის ინდივიდუალური პრიზების სიას, რომელიც, ცოტა არ იყოს, გრძელი გამოვიდა.

1) ფიფას ოქროს ბურთი (3)

2) ოქროს ბურთი (1)

2010 წლამდე ფიფა დამოუკიდებლად ავლენდა წლის საუკეთესო მოთამაშეს, 2010 წლიდან იგი გამოცემა ფრანს ფუტბოლის ჯილდოსთან, ოქროს ბურთთან გაერთინდა. დღევანდელი სტატისტიკით მესის 4 ოქროს ბურთი აქვს მიღებული.

3) წლის საუკეთესო მოთამაშე ფიფას ვერსიით (1)

4) ევროპის ოქროს ბუცი (3)

5) საუკეთესო მოთამაშე ევროპაში – უეფას ვერსიით (1)

6) საუკეთესო საკლუბო მოთამაშე ევროპაში – უეფას ვერსიით (1)

7) ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ბურთი (2)

8) უეფას ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი (4)

9) ფიფას 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1)

10) ფიფას 20–წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1)

11) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (5)

12) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი მოთამაშე (3)

13) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფორვარდი (5)

14) უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფორვარდი (1)

15) ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო სამხრეთ–ამერიკელი მოთამაშე (5)

16) წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ფიფას პროფკავშირების ვერსიით (3)

17) ალფრედო დი სტეფანოს თასი (3)

18) IFFHS -ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია – მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი (2)

19) IFFHS – ტოპ–დივიზიონების საუკეთესო ბომბარდირი (1)

20) ფიფასა და ფიფას პროფკავშირების სიმბოლური ნაკრები (8)

21) უეფას წლის გუნდი (6)

22) კოპა ამერიკას საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (1)

23) კოპა ამერიკას საუკეთესო მეპასე (1)

24) ესპანეთის თასის ბომბარდირი (2)

25) არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1)

26) არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (8)

27) ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1)

28) მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი (1)

ეს არ არის ყველა ოფიციალური პრიზი და მიღწევა, რაც მესის სახელს უკავშირდება. კიდევ რამოდენიმე ათეული ჯილდო მან ევროპული ჟურნალებისგან მიიღო, უბრალოდ, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მესი თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია.

სტატიაში აღნიშნული ტიტულების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით.

ნანა ჩხაიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს