როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი დაავადებებზე

როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი დაავადებებზე

ადამიანის ორგანიზმი, საზოგადოდ, უჭკვიანესი სისტემაა. ის უმნიშვნელო გადახრის შემთხვევაშიც კი განგაშის ზარებს რეკს და ატყობინებს ადამიანს ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი, ამა თუ იმ სისტემის უმცირესი ფუნქციური ცვლილება ხშირად მეტად სერიოზული დაავადების, კონკრეტული შინაგანი ორგანოს პათოლოგიის მანიშნებელია. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, წვრილმან სიმპტომებს და დროულად დაეხმაროთ ორგანიზმს, როცა ის შველას გთხოვთ.

დახეთქილი ტუჩები - თუ ტუჩებზე და პირის კუთხეებთან არსებულ ნახეთქებთან ერთად ადამიანს კუნთების სისუსტე, გაძლიერებული თმის ცვენა და ყურადღების შესუსტება აღენიშნება – ეს ორგანიზმში B2 ვიტამინის (რიბოფლავინის) უკმარისობის სერიოზული ნიშანია. დარღვეულ ბალანსს სწრაფად აღადგენს რძის პროდუქტები, კვერცხი, მიწის თხილი, ატამი, მსხალი, პომიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო.

თეთრი ნადები ენაზე - ეს სიმპტომი მათი თანამგზავრია, ვინც ქრონიკულად გაციებულია ან შიმშილობს. თუ თეთრი ფერის შემომგარსველ ნადებთან ერთად აშკარად იკვეთება ენის კიდეების სიწითლე, საეჭვოა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება).

პირის ღრუს სიმშრალე - სტრესსა და შფოთვაზე ნორმალური საპასუხო რეაქციაა. თუმცა, თუ ეს სიმპტომი დიდხანს გრძელდება და გაღიზიანებადობაც ახლავს თან, B3 ვიტამინის დეფიციტზე მიანიშნებს. აღნიშნული ვიტამინი უხვადაა ფრინველისა და საქონლის ხორცში, ნიგოზსა და ხორბლის ღივში. იმასაც შეგახსენებთ, რომ პირის სიმშრალეს ხშირად იწვევს სანერწყვე ჯირკვლების ანთება. გარდა ამისა, ის შაქრიანი დიაბეტის გამოვლინების ადრეული ნიშანია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს