მილიარდერების ძვირად ღირებული საქორწილო საჩუქრები

მილიარდერების ძვირად ღირებული საქორწილო საჩუქრები

„საუკუნის საჩუქარი“ - სწორედ ასე შეაფასეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვისთვის ქორწილში ნაჩუქარი 37 მილიონ რუბლად შეფასებული „რიჩარდ მილერის“ საათი.

დიმიტრი პესკოვისა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის ტატიანა ნავკას ქორწილი მსოფლიო მასმედიის ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორწილში პუტინის პრეს-მდივანმა საჩუქრად Richard Mille RM 52-91 ძვირად ღირებული საათი მიიღო. მოგვიანებით, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს „ტანიას საჩუქარი“ იყო ქორწინების ნიშნად.

თუმცა, დიმიტრი პესკოვის ქორწილი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც დაუვიწყარი საჩუქრით გამოირჩა.

აბუ დაბის შეიხი მოჰამედისა და პრინცესა სალამას ქორწილი

ამ წყვილის ქორწილი დღემდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილად ითვლება, რომლის რეკორდიც ამ დრომდე ვერავინ მოხსნა. არაბი შეიხისა და მისი მეუღლის ქორწილი, რომელიც 1981 წელს იზეიმეს, 100 მილიონი დოლარი დაჯდა, რითაც გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა. სტუმრების დასატევად ოჯახმა სპეციალურად ააგო 22 მილიონ დოლარად ღირებული სტადიონი, რომელიც ქორწილის შემდეგ შეიხ მოჰამედს მამისგან საჩუქრად ერგო. ახლა სტადიონზე სხვადასხვა ღონისძიებები და საფეხბურთო მატჩები იმართება. ახალდაქორწინებულების გარდა, საჩუქარი ზოგიერთმა სტუმარმაც მიიღო. მომღერალმა, რომელმაც საქორწილო ღონისძიებაზე წყვილს სიმღერა მიუძღვნა, სიძის მამისგან საჩუქრად „მერსედერის“ მარკის ავტომობილი მიიღო.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ცნობილმა პარფიუმერებმა - კლაივ კრისტიანმა და როი დავმა თავიანთი სახელობის სუნამოები აჩუქეს.

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა, რომელთაც 2011 წლის აპრილში იქორწინეს, სტუმრებს სთხოვეს საჩუქრების ნაცვლად, შემოწირულობები გაეკეთებინათ საქველმოქმედო ფონდში. თუმცა, მიუხედავად ამისა, პარფიუმერებმა მათ თავიანთი სახელობის სუნამოები აჩუქეს. სუნამო ბრილიანტებით გაწყობილ ბროლის ბოთლში იყო მოთავსებული და ზედ ინიციალები С (ქეთრინი) და W (უილიამი) იყო ამოტვიფრული.

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს