სამგზავრო ბარათებზე პორნო ვარსკვლავის ფოტოები დაიბეჭდება

სამგზავრო ბარათებზე პორნო ვარსკვლავის ფოტოები დაიბეჭდება

ტაივანში გამოუშვებენ ”ანგელოზურ” და ”სატანურ” სატრანსპორტო ბარათებს, რომელზეც იაპონელი პორნო ვარსკვლავი იუი ჰატანო იქნება გამოსახული. საზოგადოება კი ითხოვდა, რომ პროექტი გაეუქმებინათ.

ბარათების საქველმოქმედო სერია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მეტროთი მგზავრობა და მინიმარკეტებში პროდუქტების შეძენა, შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

როგორც კომპანია ”იზიქარდში” აცხადებენ, ისინი ”სატანურ” ვარიანტს პირველ სექტემბერს გამოუშვებენ, როგორც დაგეგმილი იყო. ”ანგელოზური” ვერსიის გამოშვება სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც დიზაინს შეცვლიან.

თავიდან ”იზიქარდი” აცხადებდა, რომ შეაჩერებდა ბარათების წარმოებას საზოგადოების ნეგატიური რეაქციის გამო. საზოგადოება ტაივანში მთელს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია, თუმცა კონსერვატორული განწყობა უფროს თაობას და რელიგიურ ადამიანებს ახასიათებთ. რაც შეეხება პორნოვარსკვლავს, ვისი ფოტოებიც დაამშვენებს ბარათებს, ის ცოტა ხნის წინ აზიელი პორნო ვარსკვლავების რეიტინგში მეცხრე ადგილზე გავიდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს