გაყიდვაში გამოვიდა ნაყინი, რომელიც არ ლღვება

გაყიდვაში გამოვიდა ნაყინი, რომელიც არ ლღვება

დიდ ბრიტანეთში გამოიგონეს ნაყინი, რომელიც არ ლღვება. ახალი, უნიკალური ნაყინი გასართობ პარკ ”ალტონ თაუერში” გაიყიდება, სტაფორდშირის საგრაფოში.

გამოცემა ”მირორი” აღნიშნავს, რომ ნაყინის რეცეპტი გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნაყინი ტემპერატურულ დამუშავებას გადის, რის შედეგადაც ვანილის კრემი დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

ტკბილეული ”ინოვაციურ სამზარეულოში” შეიქმნა და შთაგონებულია შეფ-მზარეულ ჰესტონ ბლიუმენტალის ექსპერიმენტებით. ბლიუმენტალი ცნობილია იმით, რომ უყვარს თავის რესტორნის ”ცხიმიანი სამზარეულოს” მომხმარებლების უჩვეულო კერძებით განებივრება. მაგალითად, მენიუში სხვადასხვა დროს იყო ლოკოკინების ფაფა, ბეკონის ნაყინი, შავი ხიზილალა თეთრი შოკოლადით და აგრეთვე, ნამცხვარი ყავით და ხახვით.

2013 წელს ჰარვარდელმა ინჟინერმა დევიდ ედვარდსმა შექმნა ნაყინი, რომელიც რვა საათის განმავლობაში არ ლღვებოდა. ეს შესაძლებელი გახდა შიგთავსის ქოქოსით, თხილით და მიწის თხილით შეჯერების შედეგად. ინოვაციურ სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას სხვადასხვა სამეცნიერო ტექნოლოგიები გამოიყენება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს