იაპონური ტორტი, რომელიც მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება

იაპონური ტორტი, რომელიც მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება

ეს ტორტი გენიალური გამოგონებაა. საოცრად ფაფუკი და გემრიელი იგი მთელი მსოფლიოს გაოცებას იწვევს. ყველაფერი, რაც მის მოსამზადებლად გჭირდებათ, მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება :

  • 3 კვერცხი
  • 120 გრამი თეთრი შოკოლადი (ან რძიანი შოკოლადი)
  • 120 გრამი ნაღბის კარაქი

დამზადების პროცესი:

დავამტვრიოთ შოკოლადი პატარა ნატეხებად და ჩავყაროთ ჯამში. დავადნოთ ორთქლზე.

განვაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. ავთქვიფოთ მიქსერით ცილა, სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ.

გამდნარ შოკოლადი ავურიოთ ნაღების კარაქთან ერთად და მოვურიოთ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ მასალას დავუმატოთ გვერცხის გულები და მოვურიოთ.

ათქვეფილი ცილა უმჯობესია ნაწილ-ნაწილ დავუმატოთ. ამგვარად თქვენი ტორტი კიდევ უფრო ფაფუკი გამოვა.

ქალაღალდისგან დავამზადოთ ფორმა: დიამეტრი 20 სმ, სიმაღლე 15 სმ.

გადმოვასხათ მიღებული ცომი ფორმაში, დავდგათ 1/4 ლიტრის ადუღებულ წყალზე და 170° ტემპერატურაზე გამოვაცხოთ დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ტემპერატურა 160 გრადუსამდე შევამციროთ და კიდევ 15 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

გაციებულ მზა პროდუქტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მივირთვათ!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს