იმდენად პატარა იყო, ხელი მამის ბეჭედში ეტეოდა - ახალშობილის გადარჩენის საოცარი ისტორია

იმდენად პატარა იყო, ხელი მამის ბეჭედში ეტეოდა - ახალშობილის გადარჩენის საოცარი ისტორია

მოლი პერინი 27 აპრილს ექვსთვინი დაიბადა. დაბადებამდე პატარას პლაცენტის პათოლოგია ჰქონდა აღმოჩენილი და ექიმებმა მის მშობლებს 34 წლის სტეფანის და 38 წლის ჯეიმსს შეატყობინეს, რომ მათი ქალიშვილი სამ კვირაზე მეტს ვერ იცოცხლებდა.

დაბადებისას მოლი 470 გრამს იწონიდა და ის დაუყოვნებლივ მოათავსეს ინტენსიური თერაპიის ქვეშ. ახალშობილი იმდენად პატარა იყო, რომ მისი ხელი მამის საქორწინო ბეჭედში ეტეოდა. მიუხედავად ამისა მოლიმ დაამტკიცა, რომ მზად იყო სიცოცხლისთვის ებრძოლა. სამ კვირაში ბედნიერმა მშობლებმა პირველად შეძლეს მისი ხელში აყვანა.

1. მთავარ ფოტოზე მოლი 25 დღისაა.

2. აქ უკვე მოლი 17 კვირისაა და ბედნიერი მშობლები მზად არიან სახლში წაიყვანონ.

3. მოლის "შინაგანი განვითარების შეფერხების" დიაგნოზი დაუნიშნეს, რის გამოც წონაში ვერ იმატებდა. თუმცა მან მოახერხა გადარჩნა და ახლა 2,5 კილოგრამს იწონის.

4. ექიმები ამბობდნენ, რომ ის სამ კვირაზე მეტს ვერ იცოცხლებდა.

5. ამ ფოტოზე მოლი უკვე 17 კვირისაა და ყოველდღე იმატებს წონაში. მალე მშობლები მის სახლში წაყვანას შეძლებენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს