ყველაზე უცნაური რეკორდები გინესის წიგნიდან

ყველაზე უცნაური რეკორდები გინესის წიგნიდან

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე უცნაურ და გიჟურ ოფიციალურ რეკორდს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებულა.

1. ყველაზე დიდი ფეხსაცმელი მსოფლიოში თურქეთში შეგიძლიათ იხილოთ. მისი სიგრძე 5,5 მეტრია, სიმაღლე კი 183 სანტიმეტრი. ფეხსაცმელი ტყავისგანაა შეკერილი, საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ ერთი ცალია. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ არც არავის ჭირდება.

2. გერმანელ საიმონ ელმორს შეუძლია კოქტეილის საწრუპების რეკორდული რაოდენობა ჩაიტენოს პირში ათი წამის მანძილზე. რეკორდული რაოდენობა ოთხასი საწრუპია. უკვე ექვსი წელია მისი რეკორდის მოხსნა ვერავინ შეძლო.

3. ოდესმე გიცდიათ კოვზის დაორთქვლა და ცხვირზე მიკრობა ისე, რომ არ ჩამოგვარდნოდათ? აი აარონ კეისი ამ საქმეში პროფესიონალია. მას შეუძლია სახეზე 17 კოვზი გაიჩროს ისე, რომ არ ჩამოუვარდეს. ამ რეკორდის გამეორება ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა.

4. თურქ მაჰმედ ოზრეკს კი არაფრის გაკეთება არ მოუწია ისე მოხვდა გინესის რეკორდსმენთა რიცხვში. მან უბრალოდ საკუთარი არსებობის შესახებ აცნობა ორგანიზაციას. საქმე იმაშია, რომ ოზირეკი გახლავთ მსოფლიოში ყველზე გრძელი ცხვირის პატრონი. მისი ცხვირის სიგრძე 8,8 სანტიმეტრია.

5. 13 წლის კალიფორნიის მცხოვრებმა ჯორდან რომერომ მოახერხა ის რითაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ დავიტრაბახებთ - ავიდა ევერესტის მწვერვალზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს