ასტროლოგების საშემოდგომო პროგნოზი - ნეგატივი და პოზიტივი, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

ასტროლოგების საშემოდგომო პროგნოზი - ნეგატივი და პოზიტივი, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

თუ რა ასტროლოგიური ტენდენციებია უახლოეს მომავალში მოსალოდნელი, ამ თემაზე AMBEBI.GE-ს ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ესაუბრა:

- აგვისტოში ცაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პლანეტარული გადანაცვლებები მოხდა, რის ხარჯზეც შესაბამისი ტენდენციები და მოვლენები წამოიწევს როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე ზოგადად ადამიანების ცხოვრებაში. პირველ რიგში ეს ეხება პლანეტა იუპიტერის გადასვლას ქალწულის ზოდიაქოში, რომლის ხარჯზეც მიწის ნიშნებს ქალწულებს, თხის რქებს და კუროებს საკმაოდ კარგი პერიოდი ეწყებათ.

გააქტიურდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკოლოგიასა და ჯანდაცვაზე ზრუნვა. გამორიცხული არ არის, მოხდეს რეფორმები და ამ მხრივ და მნიშვნელოვანი ძვრებიც ვიხილოთ უკეთესობისკენ.

ნეგატიური კუთხით აგვისტოდან მოყოლებული შეიძლება გაიზარდოს ე.წ. "ყალბი სამართლიანობის" დოზა. გამორიცხული არაა "შეკერილი" და დადგმული, საკმაოდ ხმაურიანი სასამართლო პროცესების მოწმეც გავხდეთ. ზოგადად, ცნება "სამართლიანობის" დეფინიციის აღქმა, საზოგადოებაში ცოტა დამახინჯებული იქნება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. არის იურიდიული და სამართლებრივი პრობლემების ალბათობაც. ამიტომ სასურველია ნაკლებად ჩავებათ სასამართლო დავაში.

მსოფლიო მასშტაბით შესაძლოა მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი გამოგონება მედიცინის, ფიჭური კავშირგაბმულობის ან ტექნოლოგიური ინდუსტრიის კუთხით. მსგავსი ტიპის ტრანზიტების დროს მსოფლიომ თავის დროზე პირველი მობილური ტელეფონი იხილა.

- ცხვრის წელიწადია და ზოგადად მსოფლიოს მაგალითზე თუ გადავხედავთ, შემოდგომით ბევრ ცვლიებას ახდენს ხოლმე. არსებული მონაცემებით, არის თუ არა რაიმე მსაგავსი მოსალოდნელი?

- ასტროლოგია ალბათობის მეცნიერებაა. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ წლის მეორე ნახევრიდან მშრომელთა უფლებების დასაცავად, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გაკეთდეს. წინ წამოიწევს ასევე სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზების აუცილებლობაზე საკმაოდ მკაცრად მიუთითებს ხალხი ხელისუფლებას.

- რას უნდა მიექცეს ყურადრება, რომ ადამიანებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ?

- სასურველია ნაკლებად დავსახოთ გრანდიოზული ფინანსური გეგმები. ეს პერიოდი ძირითადად დაგეგმვას უნდა დავუთმოთ (მაქსიმალურად, წლის ბოლომდე) და არა "ვარდისფერი კოშკების" აგებას. გათვლებში მეტად პრაქტიკულები იყავით, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი დროა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად. ხელისუფლებას მოუწევს, გაითვალისწინოს მშრომელთა მოთხოვნები და მათი უფლებები დაიცვას. განსაკუთრებით შემოდგომის შუა პერიოდიდან, როცა პლანეტა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოს დაიკავებს, აქტიური გახდება თემები, რომლებიც სოციალურ, საგანმანათლებლო პროექტებს ეხება. გააქტიურდება ხელისუფლების ინტელექტუალური ნაწილი, შესაძლოა ახალი სახეებიც ვიხილოთ ამ კუთხით.

სასურველია მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოთ პარტნიორულ ურთიერთობებს. შავი მთვარე სასწორის ზოდიაქოში გააძლიერებს ამ მხრივ პრობლემების ალბათობას, თუმცა ასევე მოიტანს უკვე დაგროვილი და გადაუჭრელი საკითხების საბოლოოდ გადაწყვეტის შესაძლებლობებსაც. გაუფრთხილდით უკვე არსებულ ურთიერთობებს და ნეგატიურზე ნაკლებად გაამახვილეთ ყურადღება. მოთოკეთ ეგოიზმი.

- რაიმე კატასტროფები და რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმები ხომ არ არის მოსალოდნელი?

- ვფიქრობ, იუპიტერის ქალწულის ნიშანში გადასვლა ნაკლებად მოიტანს რაიმე ტიპის კატაკლიზმებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იუპიტერს გაფართოების ფუნქცია აქვს, ქალწულის ზოდიაქო კი ეკოლოგიას მართავს. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი დაუდევრობის მსხვერპლნი რომ არ გავხდეთ, უნდა მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ ბუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს გარკვეული რისკები ამ მხრივ.

- და ნებისმიერი პროგნოზის შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა ასტროლოგიური რჩევები და რეკომენდაციები შეიძლება გაიცეს?

- ასტროლოგის მისიაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების ალბათობაზე, გაამახვილოს ყურადღება. თუმცა თუკი ნებისმიერი ჩვენგანი თავად არ იქნება პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე, მერწმუნეთ, ვარსკვლავებისთვის ყველაფრის გადაბრალება ძალიან მარტივია. არ არსებობს აბსოლუტურად ცუდი და კარგი ინფორმაცია, ყველა მედალს გააჩნია ორი მხარე. შესაბამისად სამყარო ყოველთვის გვაძლევს არჩევანის საშუალებას. საბოლოო ჯამში კი, თავად ჩვენ ვართ საკუთარი ბედის მჭედლები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს