მეცნიერების თქმით, ხმელთაშუა ზღვა 130 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს

მეცნიერების თქმით, ხმელთაშუა ზღვა 130 მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს

2004 წელს დიდი ტალღები დაატყდა თავს ინდონეზიას და ტაილანდს, 2011 წელს კი იაპონიას. თუმცა, როგორც იტალიელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, ხმელთაშუა ზღვას გიგანტური ცუნამი ემუქრება. მოდელირება, რომელიც დოქტორმა აქილევს სამარასმა ბოლონიის უნივერსიტეტში გააკეთა, გვიჩვენებს 7-8 ბალიან მიწისძვრას, რომელიც სიცილიასა და კუნძულ კრიტზე მოხდება და საბოლოოდ აუცილებლად გამოიწვევს ცუნამის.

ტალღები მთელ ზღვას გადალახავს 600 კმ./ს. სიჩქარით. მათი სიმარლე ოც მეტრს მიაწევს. რეალურად არსებობს საფრთხე, რომ ქალაქები წყალმა წაიღოს. როგორც გამოთვლები აჩვენებს, სანაპირო რაიონებში შესაძლოა, 130 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს კატასტროფას.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ცუნამი ხმელთაშუა ზღვაში ას წელიწადში ერთხელ ხდება. თან ხაზს უსვამენ, რომ მორიგი კატაკლიზმის დრო დგება. წინა ცუნამი 1908 წელს დაფიქსირდა. მაშინ მესინის რაიონში ათაოსობით ადამიანი დაიღუპა.

არსებობს თავის დაზღვევის გზები. მეცნიერები ცდილობენ ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველას შეატყობინონ მოსალოდნელი ცუნამის შესახებ. რასაკვირველია, ეს განადგურებას თავიდან არ აგვარიდებს, მაგრამ ადამიანებს ექნებათ შანსი გაცილებით მაღალ ადგილებში წავიდნენ, რათა თავი გადაირჩინონ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს